close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

გერმანიაში სუპერმარკეტებში შესვლისთვის COVID ტესტის გაკეთებაა საჭირო

კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი რაოდენობის და ვირუსის უფრო საშიში ბრიტანული ვარიანტის გავრცელების გამო, ბერლინის სენატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა მაღაზიებში, მუზეუმებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლამდე მინიმუმ 1 დღის ადრე COVID ტესტი უნდა გაიკეთონ. ინფორმაციას Berlin.de ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერმა და მისმა მოადგილეებმა მარტის ბოლოს, სენატის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შესაბამისად, თუ ტესტი სუსტად დადებით ან დადებით პასუხს აჩვენებს, მოქალაქეს მაღაზიაში, აფთიაქში, მუზეუმში, სილამაზის სალონში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში შესვლა აეკრძალება.

ამასთან, არსებული ეპიდსიტუაციის გამო, გერმანიის ინტენსიური და გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია DIVI-ში აცხადებენ, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ორკვირიანი მკაცრი ლოქდაუნი, ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპი და სკოლებში კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აირიდოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

აშშ COVID-პასპორტის დანერგვას არ ემხრობა – ფაუჩი

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ COVID-პასპორტის დანერგვას არ ემხრობა, თუმცა როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ეს მოდელი დამოუკიდებლად გამოიყენონ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფაუჩის აზრით, აშშ-ის ფედერალური მთავრობა არ გახდება COVID-პასპორტის კონცეფციის განხორციელების მთავარი ინიციატორი, თუმცა შესაძლოა, ჩაერთოს საკითხების იმ ნაწილში თუ რამდენად სამართლიანად დაინერგება COVID-პასპორტები სხვადასხვა დაწესებულებებში.

ფაუჩის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად დაეკისრება იმ ორგნიზაციებს, რომლებიც კოვიდ-პასპორტების დანერგვას გადაწყვეტენ.

„ეს შეიძლება იყვნენ თეატრები, კოლეჯები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ არავაქცინირებულ პირებს არ მიიღებენ, მაგრამ ეს არ იქნება აშშ-ის ფედერალური მთავრობა“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

წელს იაპონიაში საკურა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავილდა

წელს იაპონიაში საკურა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავილდა.

ეს, სავარაუდოდ, გლობალურ დათბობას უკავშირდება.

ალუბლის ხის ყვავილობა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა… წელს მისი აყვავება ჩვეულზე ადრე, ანუ, 26 მარტს იხილა კიოტოს მოსახლეობამ. ოფიციალური ჩანაწერებით დაფიქსირებული თარიღები გვიჩვენებს, რომ 1200-ზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ყველაზე ნაადრევი ყვავილობაა. სავარაუდოდ, ამაზე დიდი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებებსაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ტანზანიის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ხალხმრავლობას 45 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიის პოლიცია ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯონ მაგუფულის დაკრძალვაზე მისული ადამიანებიდან დაახლოებით 45 დაიღუპა, ხოლო 37 დაშავდა.

დაკრძალვის ცერემონია ქალაქ დარ-ეს-სალამის სტადიონზე 21 მარტს ჩატარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, მაცხოვრებლები სტადიონზე შესვლას სხვა გზებითაც ცდილობდნენ, რადგანაც სტადიონზე იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც სტადიონის გადავსება და ჭყლეტა გამოიწვია.

პოლიციის თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 5 იყო. თუმცა ერთი კვირის შემდეგ ისინი ადასტურებენ, რომ რიცხვი გაცილებით უფრო დიდია და 45-ს შეადგენს.

ჯონ მაგუფულიმ შეაჩერა ტანზანიაში COVID19-თ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შემთხვევების გამოქვეყნება. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ბატონი მაგუფული სწორედ COVID19-ს ემსხვერპლა, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ვიცე-პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ  საავადმყოფოში გულის დაავადებისგან გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.

იტალიის წამლების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის გამოყენების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, “ეს გადაწყვეტილება არის პრევენციული ხასიათის და არ უკავშირდება ვაქცინის რაიმე მძიმე გვერდითი მოვლენების აღმოჩენას.

გერმანიის გადაწყვეტილებით, ვაქცინის გამოყენების შეწყვეტა უკავშირდება ადგილობრივი რეგულატორის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო კვლევები სისხლის თრომბის განვითარების რისკთან დაკავშირებით.

ვაქცინის გამოყენებას ოფიციალური პარიზიც აჩერებს. ქვეყნები ვაქცინის გამოყენებას ევროკავშირის მედიცინის მარეგულირებლის შეფასების დასრულებამდე წყვეტენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ავღანეთში 12 წლის ზემოთ ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს საჯარო ღონისძიებებზე სიმღერის უფლებას უზღუდავენ

ავღანეთის განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლე გოგონებს, რომელთა ასაკი 12 წელზე მეტია, საჯარო ღონისძიებებზე სიმღერის უფლებას შეუზღუდავს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ 12 წლის ზემოთ ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს იმ ღონისძიებებზე ექნებათ სიმღერის უფლება, რომლებსაც მხოლოდ ქალები ესწრებიან. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება ყველა პროვინციას ეხება.

ამასთან, სიმღერის მამაკაც მასწავლებლებს უფლება არ ექნებათ, გაკვეთილები გოგონებსაც ჩაუტარონ.

აღნიშნული აკრძალვების განხორციელებაზე პასუხისმგებლები სკოლების დირექტორები იქნებიან.

წყარო : dw.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პოლონეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანა აეკრძალებათ

პოლონეთის მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანა აეკრძალებათ, თუნდაც მარტოხელა მშობლები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის ერთობლივად აყვანა ეკრძალებათ, თუმცა ზოგიერთმა წყვილმა ამ აკრძალვის თავიდან აცილება შეძლო, როდესავ ბავშვის აყვანა წყვილის ერთი წევრის მიერ ხდებოდა. ამიერიდან კანონი ამას პირდაპირ აკრძალავს.

„ჩვენ ცვლილებას ვამზადებთ, რომლის თანახმად, ერთნაირსქესიანი წყვილი ვერ შეძლებს ბავშვის აყვანას“, – აღნიშნა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხალ ვოიჩიკმა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბავშვების აყვანის სააგენტოებს დაევალებათ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, იმყოფება თუ არა პირი, რომელსაც ბავშვის აყვანა სურს, ერთნაირსქესიან ურთიერთობებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მიანმარის მოსახლეობა გლოვობს საპროტესტო აქციებში მოკლულ ადამიანებს

მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში უამრავი ადამიანი გამოვიდა სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგონას, სახელად Mya Thwe Thwe Khaing, თავში ესროლეს, ის 19 წლის იყო და ერთ-ერთია, ვინც საპროტესტო აქციებს ემსხვერპლა.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში დაღუპულის პატივსაცემად, ხალხის კოლონას თან ახლდა ასობით მოტოციკლი და ამ მსვლელობით გამოხატეს პროტესტი. მომიტინგეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდნენ და ისევ გამოვიდნენ კვირას ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ყველაზე მწვავე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს სამხედროებმა.

მომიტინგეების მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერემმა თქვა: ”მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება, დაშინება და შევიწროება”.

ამის პარალელურად, Facebook ბლოკავს ახალი ამბების სოციალურ გვერდებს, რომლებსაც მიანმარის სამხედროები მართავენ. სამხედროებმა, რომლებმაც ამ თვის დასაწყისში დაამხეს არჩეული მთავრობა, პოლიტიკური ლიდერები კი დააკავეს, იმ მიზეზით, რომ გასულ წელს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა, რისი მტკიცებულებებიც არ აქვთ. მოსახლეობამ კი მასშტაბური აქციებით უპასუხა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩრდილოეთ კორეის იდუმალი პირველი ლედი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეუღლე პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ერთი წლის შემდეგ.
რი სოლ ჯუ მეუღლეს სამშაბათს თან ახლდა ღონისძიებაზე, რომელიც იმართებოდა კიმ ჩენ ინის მამის და ყოფილი სახელმწიფო ლიდერის კიმ ჩენ ილის დაბადების დღესთან დაკავშირებით. ღონისძიება ფხენიანის ხელოვნების დარბაზში ჩატარდა და ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნიღაბს არავინ ატარებდა. ქალბატონი რი მეუღლეს ხშირად ახლდა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, თუმცა გასული წლის იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა.
ქალბატონი რის გაუჩინარებამ წარმოშვა მოსაზრებები მისი ჯანმრთელობის პრობლემების ან ორსულობის შესახებ. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა კი კონგრესმენებს განუცხადა, რომ ქალბატონი რი Covid-19-ის გამო თავს არიდებდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნას.
კიმ ჩენ ინის მეუღლეზე ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ქალბატონი რი სწავლობდა საზღვარგარეთ უნივერსიტეტში, კერძოდ ჩინეთში, რაც ნამდვილად დიდი პატივია ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისთვის. ის სავარაუდოდ 31 წლისაა, მეუღლესთან ქორწინებაში 2009 წლიდან იმყოფება და 3 შვილი ჰყავთ. მათ ნაჩქარევად იქორწინეს, მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის მამამ, კიმ ჩენ ილმა ინსულტი მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალბატონი რი ადრე ორკესტრის მომღერალი იყო.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „ამაზონზე“ მოხვდნენ

საქართველოს ორი უძლიერესი მეფე – თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ამაზონზე მოხვდნენ.

 

თინათინ მჭედლიშვილისა და ირაკლი ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდზე 21 იანვარს განთავსდა.

კრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მომზადდა და მასში საქართველოს ამ ორი უძლიერესი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებია გაერთიანებული.

 

გამოცემაში შეტანილია დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები. ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილთაშვილის – თამარ მეფის მმართველობის – “ოქროს ხანად” წოდებული ეპოქის საინტერესო ეტაპები. ქართველი მეფეების შესახებ გამოცემული წიგნი ამაზონზე 8 დოლარად იყიდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 41
Page 8 of 41