ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი გამოიგონა, რომელიც სამ კვირაში იშლება.
ჯეიმს ლონგკროფტი ამ გამოგონების საშუალებით პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებასა და მათი ნარჩენებისგან მსოფლიო ოკეანეების დაცვას ისახავს მიზნად.
ბოთლის – CH2OOSE-ის გარეშრე რეციკლირებული ქაღალდისგან მზადდება, ხოლო წყალგამძლე შიდაფენა შედგება კომპოზიტური მასალისგან, რომელიც მეცნიერმა თავად შექმნა.
ლონგკროფტი აცხადებს, რომ ბოთლის ფოლადის თავსახურიც დაახლოებით ნახევარ წელიწადში სრულად იშლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ლონგკროფტის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
მეცნიერი, რომელიც ჯერჯერობით თავისი გამოგონების დაპატენტებას ელოდება, იმედოვნებს, რომ მისი ბოთლი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ფასი დაახლოებით 1,2 აშშ დოლარი იქნება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ოკეანეებში 55 ტონა პლასტმასია. ივლისში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. ჟურნალ ,,Science Advances-ის” სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მხოლოდ 2015 წლისთვის, კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება. დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება.
წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”