საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას არც კი გაუგია ,,ზეთას” შესახებ, ეს არის ყაზბეგში მდებარე დასასვენებელი, საკურორტო ადგილი, სადაც როგორც ტურისტებს ასევე ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ეზიაროს სუფთა, ველურ ბუნების წიაღს.
ტურისტული კომპლექსი ,,ზეთა” 2008 წელს ჩამოყალიბდა. მდებარეობს თბილისიდან 180 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ჭაუხის მასივის ძირში. კომპანია ორიენტირებულია სამთო ტურიზმის განვითარებაზე. სტუმრებს სთავაზობენ კარვებსა და კეთილმოწყობილ კოტეჯებში განთავსებას, კაფისა და ბარის მომსახურებას, საცხენოსნო, საფეხმავლო, ალპინისტურ და ველოტურებს.
,,ზეთა” გაზაფხულზე დამსვენებელს სათხილამურო ტურებს სთავაზობს. კომპლექსი მუშაობს სეზონურად. 2016 წელს ,,ზეთა” წლის ბიზნესად დასახელდა ბიზნეს დაჯილდოების მიერ.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”