ჩილეში პარასკევს ევროპის ექსტრემალურად დიდი ტეელსკოპის (E-ELT), მშენებლობა დაიწყო, რომელიც ხუთჯერ უფრო დიდია, ვიდრე დღეს მოქმედი დაკვირვების მოწყობილობები.
ELT- ს ზომას გააჩნია იმის პოტენციალი, რომ სამყაროს შესახებ კაცობრიობის ცოდნა შეცვალოს. ტელესკოპის სარკის ზომა დაახლოებით 39 მეტრი იქნება. ტელესკოპი, რომელიც ატაკამას უდაბნოს შუაგულში 3000 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს, 2024 წელს ამოქმედდება.
ტელესკოპს აქამდე მოქმედ მოწყობილობებთან შედარებით ის უპირატესობა ექნება, რომ მისი საშუალებით უფრო მცირე პლანეტების აღმოჩენა, ხოლო უფრო დიდი პლანეტების გამოსახულებების შექმნა იქნება შესაძლებელი. ტელესკოპი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ამ პლანეტების ატმოსფერო უკეთ შეისწავლონ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, შესაძლებელია, თუ არა მათზე სიცოცხლის არსებობა.
„ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, მეტია, ვიდრე ტელესკოპი, ეს არის მეცნიერების შესაძლებლობების ერთ-ერთ ყველაზე დიდი მაგალითი”, – განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა, მიშელ ბაჩელეტმა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული სიტყვით გამოსვლის დროს.
ატაკამას მშრალი ატმოსფერო დაკვირვებების განსახორციელებელ საუკეთესო პირობებს ქმნის. რეგიონში 2020 წლისთვის მსოფლიო ასტრონომიული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70 პროცენტი იქნება თავმოყრილი.
ELT-ს ორგანიზაცია ევროპის სამხრეთ ობსერვატორია აფინანსებს, რომელიც ევროპულ და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს მოიცავს. ექსპერტთა შეფასებით, ევროპის ექსტრემალურად დიდი ტეელსკოპის მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო დაჯდება.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ტელესკოპის – ,,ჰაბლის” მთავარი სარკის ზომა მხოლოდ 2,4 მეტრია, ხოლო დღეისათვის ყველაზე დიდი კანარის დიდი ტეელსკოპის სარკის ზომა – 10,4 მეტრი. E-ELT ცამეტჯერ მეტი სინათლის შეგროვებას შეძლებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ოპტიკური ტელესკოპი. ამასთან, ატმოსფერული ხარვეზები კორექტირება მას რეალურ დროში შეეძლება. მიღებული გამოსახულებები, ჰაბლისეულზე 16-ჯერ მკაფიო იქნება. მეცნიერები ახალი ტელესკოპის საშულბით, უკვე აღმოჩენილი ეგზოპლანეტების, ახალგაზრდა სამყაროსა და სხვა გალაქტიკების უკეთ დანახვას გეგმავენ. ასეთი შესაძლებლობა მათ უკვე 2024 წლისთვის ექნებათ.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”