close
ბიოლოგიამედიცინა

ჩინელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ გენეტიკურად რედაქტირებული ტყუპი გოგონა შექმნა

ჩინელი მეცნიერი აცხადებს, რომ მან პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შექმნა. პროფესორი ჰი ჯიანკუის მტკიცებით, მან რამდენიმე კვირის წინ დაბადებული ტყუპი გოგონას დნმ-ი შეცვალა. რათა ემბრიონები ადამიანისიმუნოდეფიციტისვირუსის(HIV) განგაეთავისუფლებია.

მეცნიერის განცხადებები სხვა მეცდნიერებმა გააკრიტიკეს და იდეას საზარელი უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ეს საქმიანობა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია.

მომავალი თაობები

გენის რედაქტირების საშუალებით შესაძლებელია მემკვიდრეობითი დაავადებების  თავიდან აცილება ემბრიონებში საშიში კოდირების „წაშლის“  ან შეცვლის გზით.

თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ემბრიონის გენომში ინტერვენციამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ მომავალ თაობებსაც, ვინაიდან ტექნოლოგია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და დნმ-ის ცვლილებები შემდეგ თაობებს გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენებით შეიძლება გადაეცეს.

უამრავ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, არსებობს კანონი, რომელიც გენომის რედაქტირებას კრძალავს. მეცნიერებს რედაქტირების კვლევის ჩატარება მხოლოდ უსარგებლო ინვინტრო განაყოფიერებულ ემბრიონებზე აქვთ, რის შემდეგაც მას ანადგურებენ და ნაყოფის შესაქმნელად არ იყენებენ.

დიზაინერი ბავშვები

პროფესორი ჰი, რომელმაც განათლება აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო, აცხადებს, რომ გენური რედაქტირება მან ტყუპი გოგონას – ლულუსა და ნანას შესაქმნელად გამოიყენა.

ვიდეოში, რომელიც გამოცემა Associated Press-ში გამოქვეყნდა, პროფესორი აცხადებს, რომ მან ე.წ. CCR5 გენი აღმოფხვრა, რათა გოგონები მომავალში HIV-თან კონტაქტის შემთხვევაში ვირუსისგან სამუდამოდ დაცულები ყოფილიყვნენ.

პროფესორი ჰი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი ლამაზი თვალის ფერის ან მაღალი IQ-ს მქონე ბავშვების შექმნა კი არაა, არამედ ბავშვების, რომლებიც სცვადასხვა დაავადებისგან დაცულები იქნებიან.

„ვიცი, ამ ნაბიჯის გამო გამაკრიტიკებენ, მაგრამ ისიც ვიცი, თუ რამდენად ესაჭიროებათ ოჯახებს ეს ტექნოლოგია, ამიტომ მზად ვარ, მათ გამო კრიტიკა ავიტანო,“ აცხადებს ჰი აღნიშნულ ვიდეოში.

გენის რედაქტირება და მასთან დაკავშირებული რისკი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ეექსპერტი, პროფესორი ჯულიან სავულესკო აცხადებს, რომ გენის რედაქტირება ექსპერიმენტულია და ჯერ კიდევ დაკავშირებულია მოულოდნელ მუტაციებთან, რაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გენეტიკურ დაავადებებს, მათ შორის კიბოს განვითარებას, იწვევს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა ერთ დღეს გენის რედაქტირება გამართლებულ საქმიანობად იქცეს, თუმცა მანამდე „ასჯერ გაზომვაა“ საჭირო.

ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი ადამიანის გენეტიკის საკითხებში იალდა ჯამშიდი აცხადებს, რომ გენის რედაქტირების გრძელვადიანი ეფექტის შესახებ ჯერ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი და ადამიანების უმეტესობას აღნიშნულ საკითხზე ექსპერიმენტების ჩატარება მორალურად და ეთიკურად მიუღებელად მიაჩნია. „განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, როცა საქმე მომავალ თაობასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება,“ აცხადებს  პროფესორი ჯამშიდი.

წყარო :  www.bbc.com

გაზიარება:
fb-share-icon0