close
მედიცინა

ჩინელი „ნიღბიანი ბიჭი“ – უიშვიათესი ეფექტისგან გამოწვეული „ორმაგი სახე“

 

პატარა ჩინელი ბიჭის ბედით, რომელიც უიშვიათესი დაავადების გამო „ნიღბიანი სახით“ დაიბადა, მილიონობით ადამიანი დაინტერესდა.

 

7 წლის ჰუაკინგს, დეფორმირებული სახის გამო, მედიამ „ნიღბიანი ბიჭი“ შეარქვა.

ის 2009 წლის 4 მარტს სამხრეთ ჩინეთში მდებარე ჰუნანის პროვინციაში დაიბადა. თავდაპირველად ექიმები დედას ახალშობილს არ აჩვენებდნენ, მაგრამ 23 წლის ი ლიანხის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მას შვილის ნახვის შესაძლებლობა მისცეს. „როცა მას შევხედე, გავოგნდი, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი,“ – იხსენებს ი ლიანხი.  მისი ინფორმაციით, ორსულობის პერიოდში სამი ულტრაბგერითი სკანირება და ერთი დოპლერული ულტრაბგერითი სკანირება ჩაიტარა, თუმცა დეფორმაცია ვერ აღმოაჩინეს.

ბიჭმა საზოგადოებისა და პრესის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც დედამ ერთი წლის შვილი ღარიბი სოფლიდან, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ჩანგშას სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ ჩაიყვანა.

ჰუაკინგის ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბიჭის მდგომარეობა ძალიან იშვიათი და ძალიან მძიმე იყო. „დაზიანებული იყო არა მხოლოდ რბილი ქსოვილები, არამედ დროებითი ძვალი, ნიკაპის ძვლები და მთლიანი ზედა ყბა.“

ბიჭს ძვირადღირებული ოპერაციები საზოგადოებიდან შემოწირული თანხით გაუკეთდა. ექიმები აცხადებენ, რომ ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა ბიჭის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, მედიკოსების ინფორმაციით, ჰუაკინგს დახლოებით 10-წლიანი ლოდინი დაჭირდება იმისათვის, რომ გაიგონ, დაიწყებს თუ არა მისი სახის ძვლები ნორმალურ ზრდას.

წყარო: Dailymail

 

 მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid