ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ „შერლოკ ჰოლმსის პოლიციის ძაღლის“ კლონირება განახორციელეს, – ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტაბლოიდი Global Times-ი იუწყება.
მენციერთა განმარტებით, მათი მიზანი პოლიციის ძაღლების გასაწვრთნელად საჭირო დროისა და ხარჯის შემცირებაა.
ძაღლის, სახელად Kunxun-ის, კლონირებაპოლიციის სამომსახურეოძაღლისგან პეკინში დაფუძნებულმა კომპანიამ – Sinogene Biotechnology-მა და იუნანის სოფლის მეურნეობის უნივესრიტეტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელეს.
კომპანია Sinogene-ი იმედოვნებს, რომ პოლიციის სამომსახურეო ძაღლების კლონირების მასშტაბი გაიზრდება რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ძაღლების გასაწვრთნელად საჭირო დროსა და ხარჯებს.
China Daily-ის ინფორმაციით, Kunxun-ი ამჯერად 3 თვისაა და სპეციალურ წვრთნას გადის, რომლის მიზანია მას ნარკოტიკების აღმოჩენა ასწავლონ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ 10 თვის ასაკში Kunxun-ი სრულფასოვანი პოლიციის სამომსახურეო ძაღლი გახდება.
China Daily-ისინფორმაციით, პოლიციის სამომსახურეო ძაღლის გაწვრთნას დაახლოებით 5 წელი და 74 638 აშშ დოლარი ჭირდება. დადებითი შედეგი კი გარანტირებული არაა. თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რა ჯდება ძაღლის კლონირება.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა პირველი კლონირებული ძაღლი 2005 წელს შექმნეს.
Reuters