close

ჩინეთმა ორშაბათს კოსმოსში თანამგზავრი ,,Queqiao-ი” გაუშვა, რომლის მიზანი დედამიწასა და მთვარის დაგეგმილ გამოკვლევას შორის საკომუნიკაციო კავშირის დაყარებაა, რათა, საბოლოო ჯამში, ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესწავლა მოახერხონ.
ჩინური სააგენტო ,,სინჰუა” ჩინეთის ნაციონალურ კოსმოსურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თანამგზავრი რაკეტა ,,Long March-4C-ის” საშუალებით გადაიტანეს.
,,მისიის დაწყება ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს, იყო პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის უცნობი მხარის გამოკვლევას იწყებს,“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა იანგ ლიჰუამ.
თანამგზავრი სახელად ,,Queqiao” – მაგფის ხიდი, დედამიწიდან დაახლოებით 455,000 კმ-ზე იმოძრავებს და გახდება იქ მოქმედი მსოფლიოს პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი.
ჩინეთის მიზანია 2030 წლითვის მსოფლიოს ნომერ პირველ კოსმოსურ ძალად იქცეს. ქვეყანა მომავალი წლისთვის საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას აპირებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნებს კრიზისის დროს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში.

 

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid