close
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ჩინეთი შემდეგ წელს მარსზე როვერის გაგზავნას აპირებს

ჩინეთი შემდეგ წელს მარსზე როვერის გაგზავნას აპირებს. მთვარის შესწავლის შესახებ ჩინური პროგრამის ხელმძღვანელის ვუ ვაირენის განცხადებით, წითელი პლანეტა მათი შემდეგი “გაჩერება იქნება”. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ჩვენ ბოლო 60 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია იმისთვის, რომ კოსმოსში ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ. ჩვენი ტემპი უნდა დავაჩქაროთ”, – განაცხადა ვუ ვაირენიმ და დასძინა, რომ ჩინეთი შემდეგ წელს მარსის ორბიტაზე როვერს გააგზავნის, რომელიც წითელი პლანეტიდან ნიმუშებს აიღებს.

ამასთან, ჩინეთი მთვარეზე დამატებითი მისიის გაგზავნასაც აპირებს, რომელიც მთვარის ზედაპირიდან სინჯებს აიღებს და დედამიწაზე დაბრუნდება.

Chang’e-4 – ასე ჰქვია კოსმოსურ მისიას, რომელიც ჩინეთმა ერთ-ერთი სატელიტური ცენტრიდან უკვე გაუშვა. მისიის მიზანი მთვარის იმ მხარეს მოხვედრაა, რომელიც დედამიწას არასოდეს უთანაბრდება. მსგავსი პროექტი აქამდე არავის განუხორციელებია.

მთვარისა და მარსის შესასწავლად მზადება დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, აშშ-შიც მიმდინარეობს.

გაზიარება:
fb-share-icon0