ჩინეთის მიერ გაშვებულმა ახალმა მძიმე რაკეტამ – Long March-5 Y2-მა, რომელსაც, ხელისუფლების განცხადებით, ყველაზე მძიმე თანამგზავრი გადაჰქონდა, მარცხი განიცადა.
ამის შესახებ ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ,,Xinhua” იუწყება.
იმავე ტიპის რაკეტის მთვარეზე გაგზავნა და იქიდან გამოსაკვლევი ნიმუშების ჩამოტანა ჩინეთს მიმდინარე წელს ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა განცდილი მარცხი, სავარაუდოდ, დაგეგმილ გრაფიკზე ზეგავლენას იქონიებს.
„რაკეტის ფრენისას ანომალია მოხდა. ჩატარდება დამატებითი გამოძიება,“ – ნათქვამია ,,Xinhua-ს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩინეთი ბოლო პერიოდში კოსმოსში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. 2003 წელს ის გახდა მესამე ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ, რომელმაც საკუთარი რაკეტით ადამიანი კოსმოსში გაუშვა. 2013 წლის ბოლოს, ჩინეთის როვერი Jade Rabbit მთვარე დაეშვა, თუმცა ტექნიკური სირთულეების წინაშე დადგა.
პრეზიდენტმა სი ძინპინიმ კოსმოსური პროგრამის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა. ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებს კრიზისის დროს ხელი შეუშალოს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აშშ-სი ბიუჯეტზე ათჯერ ნაკლებია. ჩინეთის სახელმწიფო მედია საშუალებების ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსურ პროგრამაზე ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს.
ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს. ქვეყნის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში კი – 2036 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტს გააგზავნის.
წყარო: http://www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დართა დარბაზი – ,,დოქტრინა”