ჩინეთმა შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი სადესანტო თვითმფრინავის წარმოება დაასრულა. თვითმფრინავს საზღვაო სამაშველო მისიებსა და ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ.
როგორც ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება, AG600, რომელიც დაახლოებით Boeing 737-ის ზომისაა, თვითმფრინავის სახელმწიფო მწარმოებელმა ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაციამ შექმნა Aviation Industry Corporation of China (AVIC).
AVIC-ის გენერალური მენეჯერის გენგ რაგანგის განცხადებით, ახალი სადესანტო თვითმფრინავი უდიდესი გარღვევაა ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიაში. მისი შექმნისა და წარმოების გეგმა ქვეყნის ხელისუფლებამ 2009 წელს დაამტკიცა.
თვითმფრინავის ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი 4500 კმ-ია, მას 20 წამში 12 ტონა წყლის შეგროვება შეუძლია. AG600-ის მაქსიმალური ასაფრენი წონა 53,5 ტონაა.
ჩინეთმა მოწინავე ახალი სამხედრო ტექნიკის კვლევა გააძლიერა. მათ შორის ანტი სატელიტური რაკეტების, ეს ფაქტი რეგიონსა და ვაშინგტონში გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან თვლიან, რომ ჩინეთმა სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით “კუნთოვანი დამოკიდებულება“ დაიწყო.
წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”