ჩინეთი იმ ელიტარული ქვეყნების კლუბს უერთდება, რომელთა მეცნიერებიც აღჭურვილი არიან მაღალი ენერგიების ფოტონების ძლიერი წყაროებით, რომლებსაც თავისუფალ ელექტრონის ლაზერებს უწოდებენ (FELs).
,,Dalian Coherent Source-ს” ხვეულა აქვს, რაც მას უნიკალურს ხდის. ის ერთადერთი დიდი ლაზერული წყაროა მსოფლიოში, რომელიც მოკლე სიგრძის ტალღის სინათლის გარკვეულ სპექტრზე, ულტრაიისფრ გამოსხივებაზეა მიმართული, რაც მას „ქიმიური რეაქციაში მონაწილე მოლეკულების აღმოჩენისა და ანალიზის უნარის მქონე საშუალებად აქცევს.“
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მეცნიერები მიისწრაფვიან, რომ ააგონ თავისუფალი ელექტრონის ლაზერები, რადგან ისინი გაცილებით ნათელ შუქს წარმოქმნიან, ვიდრე სინქროტრონები (დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა; იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომგულის ფიზიკაში).
ევროპასა და აშშ-ში მდებარე იმ დანადგარების უმეტესობა, რომლებიც FEL-ის იყენებენ, წარმოქმნის „მძიმე“ რენტგენის ლაზერულ სხივებს, 0,1 ნმ ტალღის სიგრძეებთან ერთად, რაც იდეალურია დაკრისტალებული ცილებისა და სხვა მყარი სხეულების შესასწავლად. „მაგრამ სხივები იმდენად ძლიერია, რომ ისინი მოლეკულებს გაზებად შლიან,“ – აცხადებს იან ხუემინგი, Dalian Institute of Chemical Physics-ის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის (Chinese Academy of Sciences’s) ფიზიკური ქიმიკოსი. მისივე თქმით, ჩინური დანადგარი 50-150 ნანომეტრს დაფარავს, „რბილად“ შეხების უნარის გამო ის გაზში მოლეკულებისა და ატომების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. მეცნიერის განცხადეით, მას აქვს მოლოდინი, რომ მკვლევარები FEL-ის პულსების გამოყენებით გამოიკვლევენ, რა ხდება საწვავის წვის დროს, როგორ მოქმედებენ ბიომოლეკულები გაზებში და როგორი რეაქციები მიმდინარეობს მყარი გაზის ზედაპირზე. ზოგიერთმა ექსპერიმენტმა შესაძლოა ძალიან კარგი პრაქტიკული შედეგი მოიტანოს : მაგალითად, როგორ წარმოიქმნება და დეგრადირდება ნისლის კომპონენტში ატმოსფეროში, რად დიდ პრობლემებს უქმნის ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა პეკინი და დელი.
წყარო: www.scienceorg.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”