ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჰეიუანში 10 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ეს ფაქტი წყალდიდობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც, ჰეიუანის მახლობლად ერთ-ერთ ხევში მიწა ჩამოიშალა, ბავშვმა კი კვერცხები ხევში თამაშისას აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ბიჭმა სახელად გჟან იანჩჟე, დინოზავრის კვერცხის ცნობა შეძლო, რადგან აქამდე, მუზეუმში ჰქონდა ნანახი მსგავსი რამ. მას შემდეგ, რაც დედამისმა პოლიციას დაურეკა, ექსპერტებმა ხევში კიდევ 10 კვერცხი იპოვეს. თითოეული კვერცხის დიამეტრი, დაახლოებით, 9 სანტიმეტრია. მედიის მტკიცებით, კვერცხები 65 მილიონი წლისაა, თუმცა მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: