ჩინეთის ქალაქ დატონგიში გიგანტური პანდას ზომის მზის ენერგიის ელექტროსადგური ააგეს.
248 აკრის ფართობის მხიარული დიზაინის მზის ფერმა ჩინეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სუფთა ენერგიის ოპერატორმა ,,China Merchants New Energy Group-მა” ააგო.
პირველი ეტაპი, რომელიც 50-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობას მოიცავს, 30 ივნისს დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ელექტროენერგია მიეწოდება ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ქსელს. რაც შეეხება მეორე „პანდას“ მშენებლობას, მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
,,პანდას ელექტროსადგური” 25 წლის განმავლობაში 3.2 მლრდ კვტ-ს მზის ენერგიის წარმოებას შეძლებს. ის დაახლოებით მილიონ ტონა ნახშირს აღმოფხვრის, რომელსაც ელექტროენერგიის წარმოებისთვის იყენებენ, ეს კი, თავის მხრივ, ნახშირბადის გამოყოფას 2.74 მილიონი ტონით შეამცირებს.
,,China Merchants New Energy Group-ი” პანდას გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად მუშაობდა, რათა ,,პანდას ელექტროსადგურის” მშენებლობა რეალობად ექციათ.
UNDP- ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი იმ დიდი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ჩინეთში ახალგაზრდებს შორის სუფთა ენერგიის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.
წყარო: http://www.sciencealert.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”