საქართველოს ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის – ,,ბეიჯინ ქსინ ჩანგჩენის” -დელეგაცია ესტუმრა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის – დავით საგანელიძის თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული და ამ ინდუსტრიაში ჩართვისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც ირკვევა, ,,ბეიჯინ ქსინ ჩანგჩენი” საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობას გეგმავს. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთ-საქართველო-ევროპას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხზეც. ჩინური ტურისტული კომპანიის თქმით, საწყის ეტაპზე, ისინი აპირებენ საქართველოში მაღალი დონის ტურების ორგანიზებას, რომელიც ქართულ კულტურას, ღვინოსა და ისტორიულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”