ე.წ სამოთხის ჩიტი, სახელად კოლიბრი, სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს. ეს ჩიტი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველია. მას შეუძლია წინ, უკან და გვერდით ფრენა და, რაც მთავარია, ფრენის დროს ძილი. არსებობს კოლიბის 400-მდე სახეობა, მათგან განსაკუთრებით კი ბზიკის ზომის კოლიბრი გამოირჩევა. იგი დაახლოებით 1, 6-დან 1, 8 გრამამდე იწონის.
კოლიბრის ფრთების მოძრაობის დანახვა შეუძლებელია, რადგან ერთ წამში 80-90 მოძრაობას აკეთებს, იგი საათში 180 კილომეტრამდე სიჩქარეს ანვითარებს, ხოლო მისი გული, კუჭზე 3-ჯერ დიდია და წუთში 300-500-ჯერ ცემს.
ჩვეულებრივი კოლიბრების სიგრძე კი მაქსიმუმ 5 სანტიმეტრია. კოლიბრის ბუდე კაკლის ნაჭუჭის ხელაა, იგი დებს 2 მუხუდოს მარცვლის ხელა კვერცხს.
მეცნიერები ამ ფრინველს ყველაზე ლამაზ ფრინველად მიიჩნევენ. სილამაზის გამო მას ხან ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან ,,მზის სხივს” და ხან ,,ცეცხლოსანს”.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”