close
მსოფლიოპოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეის ელჩი გაეროში: ,,ატომური ომი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს”

გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილე – კიმ ინ რიონგის განცხადებით, „ატომური ომი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.“

კიმ ინ რიონგიმ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-დან „ძლიერი და პირდაპირი ატომური საფრთხე“ ემუქრება.

გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილის თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობამ “კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ატომური ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს.“

კიმ ინ რიონგის  გამოსვლა ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის საფრთხის ესკალაციასა და გაეროს გამკაცრებულ სანქციებს მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს სანქციების გამო,  ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკურ, სამეცნიერო და სხვა კავშირებს წყვეტს. ევროკავშირმა კი ფხენიანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის გამო ახალი სანქციები დააანონსა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა – რექს ტილერსონმა კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა “,,პირველი ბომბის ჩამოგდებამდე გაგრძელდება”.

 

წყარო:  The guardian

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid