მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ჩვენი გალაქტიკის გარედან ექვსი იდუმალი რადიოსიგნალის შემოსვლა დაფიქსირდა.
სწრაფი რადიოიმპულსები ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და ფეთქებადი სიგნალებია, რაც კი ოდესმე კოსმოსიდან დაგვიფიქსირებია — გრძელდება მხოლოდ მილიწამები, მაგრამ დროის ასეთ მცირე მონაკვეთშიც კი იმდენივე ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც მზე მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავას ასეთი სიძლიერისა, მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან თუ რა შეიძლება იყოს ამ სიგნალების გამომწვევი მიზეზი.
სამყაროში დაახლოებით 2 000 მსგავსი სიგნალი ვრცელდება — მაგრამ ისინი იმდენად მცირე ხანს გრძელდება, რომ მათი დაფიქსირება ძალიან გვიჭირს.
ექვსი სიგნალი პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს რადიოტელესკოპმა დააფიქსირა, თითოეულ იმპულს შორის 10-წუთიანი შუალედით, ერთი თვის შემდეგ კი კვლავ დაფიქსირდა ოთხი სიგნალი, რომელიც იგივე ადგილიდან მოდიოდა.
როდესაც მკვლევართა ჯგუფმა მონაცემების დამუშავება დაიწყო, შენიშნეს, რომ იგივე ადგილიდან იყო წამოსული 2012 წელს დაფიქსირებული FRB-ც, რის შედეგადაც, დაგროვდა ერთი წერტილიდან წამოსული 11 FRB, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ირმის ნახტომს მიღმა არის რაღაც, რაც რეგულარულად გამოსცემს ამ უკიდურესაც მოკლე და ინტენსიურ სიგნალებს.
ამჯერად, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დააფიქსირა კიდევ ექვსი იდუმალი სიგნალი, რომლებიც კვლავ კოსმოსის იგივე მონაკვეთიდან მოდის. ამ წყაროს FRB 121102 უწოდეს.
ამ ეტაპზე, ირმის ნახტომს შიგნით წარმოქმნილი FRB-ს მხარდამჭერი მთავარი ჰიპოთეზაა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის კატაკლიზმური შეჯახება, რის შედეგადაც წარმოიქმნება შავი ხვრელი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შეჯახება მოხდა და კოსმოსში გაიფანტა მოკლე რადიოენერგიის უზარმაზარი მოცულობა.
FRB 121102-დან წამოსული 17 რადიოსიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ იქ რაღაც დრამატული მიმდინარეობს — ამ დროისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო ჰიპოთეზის მიხედვით, ეს FRB სიგნალები მომდინარეობს ჩვენი გალაქტიკის გარეთ მდებარე ეგზოტიკური ობიექტიდან, მაგალითად ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავიდან, რომელსაც ბრუნავს საკმარისი ენერგიით იმისათვის, რომ რეგულარულად გამოყოს უკიდურესად კაშკაშა პულსები.
დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, მკვლევრები გადაჭრით ამ დრომდე ვერ ამბობენ თუ რა ხდება იქ, სიგნალების წყაროსთან.
წყარო: ScienceAlert
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”