close
ბიზნესიმსოფლიო

„Corona“-ს მწარმოებელმა თავისი სოფლის ყველა მაცხოვრებელი ერთ დღეში მილიონერად აქცია

მილიარდელმა ანტონიო ფერნანდესმა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის თანასოფლელებს თავის ქონების ნაწილი, 210 მლნ.$ დაუტოვა, ამის შესახებ ესპანური გამოცემა The Local -ი იუწყება.
ფერნანდესი  1917 წელს დაიბადა, ოჯახში 13 დედმამიშვილი იზრდებოდა, უკიდურესი სიღატაკის გამო ანტონიოს სკოლის მიტოვება მოუწია, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა.
1949 წელს 32 წლის ანტონიომ მშობლიური ოჯახი დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად მექსიკაში გაემგზავრა, სადაც გახსნა ლუდსახარში Grupo Modelo, შემდეგ გახდა კომპანიის გენერალური მდივანი და ლუდი Corona-ს ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე.
ამბობენ, რომ უშვილო მილიარდერი, რომელიც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა მშობლიურ სოფელს – სერესალეს დელ კონდადოს, სადაც მხოლოდ 80 ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა.
ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა თითოეულ თანასოფლელს ანდერძით ორი მილიონი ევრო დაუტოვა და სოფელი, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა, მილიონერების სოფლად აქცია.

ანტონიო ფერნანდესი  ესპანელების ხსოვნაში უანგარო სიკეთისა და კეთილშობილების მაგალითად დარჩა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0