ვიდეოთამაშები არ აჩლუნგებს თქვენს ტვინებს და არ არის ეშმაკისეული, როგორც ძირითადად მშობლები ამბობენ ხოლმე. არა მხოლოდ გართობის მიზანი აქვს ვიდეოთამაშებს, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინისთვის სარგებელიც კი მოაქვს.
3Dთამაშები ზრდის მახსოვრობის დონეს, ადამიანი უკეთ აღიქვამს ვირტუალურ სამყაროს და თითქოს რეალობაში ხედავს ყველაფერს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც 3Dთამაშს თამაშობს, ვერ ხვდება რეალურად ხედავს ყველაფერს, თუ ვირტუალურად, შესაბამისია მათი მოქმედებები და რეაქციებიც.
ზოგი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები ადამიანს უფრო სხარტსა და ჭკვიანს ხდის. კვლევა ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ მსგავსი თამაშები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი დღეში 1 საათი უთმობდნენ ვიდეოთამაშებს, რამაც შედეგი გამოიღო – რამდენიმე კვირის შემდეგ მათი მოქმედებები უფრო სხარტი იყო, მეტად უფიქრდებოდნენ წვრილმანებსაც კი.
წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“