ბრიტანულმა კრაფტ-ლუდსახარშმა დამდნარი პოლარული ყინულის საფარისგან ლუდი დაამზადა.
შემქმნელები აცხადებენ, რომ ლუდი ,,Make Earth Great Again-ი“ (კვლავ გააძლიერე დედამიწა) გახლავთ თეთრი სახლის მიმართ გაკეთებული გზავნილი კლიმატის ცვლილებისადმი ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულების გამო.
ლუდის რეალიზაციიდან მიღებული მოგება საქველმოქმედო ფონდ 10:10-ში გადაირიცხება, რომელიც კლიმატის ცვლილებზე ორიენტირებულ პროექტებს უჭერს მხარს.
,,BrewDog-ის“ ინფორმაციით, იდეა აშშ-ის მიერ პარიზის კონტრაქტიდან გამიჯვნის შემდეგ გაჩნდა, რომელსაც 200-მდე ქვეყანამ მოაწერა ხელი და რომლის მიზანი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგისა და სხვა ემისიების შემცირებაა.
კრაფტ-ლუდსახარშის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლუდი დამდნარი პოლარული ყინულის საფარისა და და არქტიკული მაყვლის მსგავსი კენკროვანი ხილისგანაა დამზადებული.
ბოთლზე ახატია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსი ანიმაციური რობოტი, რომელიც პოლარულ დათვს ებრძვის.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“