ბაჩო ჩხარტიშვილი 21 წლისაა, ის გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სტუდენტია, სწავლობს მეოთხე კურსზე.
ბაჩო წარმოშობით გურიიდანა. ბავშვობა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში გაატარა და სკოლაც აქ დაამთავრა.
უყვარს ბევრი რამის კეთება და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ყველაფერი ეს კი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია მისთვის.
ბავშვობიდან აინტერესებდა იარაღი, სწორედ დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა, რომელიც ბევრი შრომისა და ცდის შემდეგ საინტერესო გამგონებად აქცია. ბაჩოს სურდა, გაეუმჯობესებინა იარაღის ფუნქციონირება და იგი უფრო მოსახერხებელი და მრავალჯერადი გამოყენების გაეხადა.
18 წლის ასაკში მან გამოიგონა მექანიზმი, რომელიც იარაღზე დამაგრების შემდეგ ასრულებს მრავალ ფუნქციას და შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობა, სამიზნეებზე სროლაც სპეციალური ისრის გამოყენებით. იარაღზე მუშაობის შედეგად ბაჩომ ასეთი შედეგი მიიღო, მექანიზი, რომელი 2კგ და 500 გრ-ს იწონის, მშვილდზე მაგრდება 7-ცალიანი საისრე, დანა, სათევზაო მოწყობილობა, ასევე მობილური, რათა შესაძლებელი იყოს ამ ყველაფრის სამუშაო პროცესის გადაღება.
გამოგონილი ისრის მშვილდი ისვრის სხვადასხვა მასის ისრებს: 8-გრამიანსა და 60-მილიგრამიანს, 5-გრამიანსა და 120-მილიგრამიანს და ასევე მას შეუძლია 3 გრამისა და 160 მილიგრამი მასის ისრების სროლაც.
ახალგაზრდა გამომგონებელს ყოველთვის უყვარდა ხატვა და ჩხირკედელაობა, თუმცა მსგავს მექანიზმე მუშაობა მისთვის დიდი სიახლე და გამოწვევა იყო.
მარტო მუშაობდა სახლის პირობებში, მხოლოდ youtube-ის დახმარებით და ნაცნობების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მრავაჯერადი ცდითა და დაუღალავი შრომით პასუხობდა.
საბოლოოდ სამი თვის შემდეგ, ბევრმა ნახატმა, უფრო ბევრმა ცდამ და გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და გამომგონებელმაც შეძლო საკუთარი იდეის რეალობაში მოყვანა.
ბაჩომ მონაწილეობა მიიღო ლეონარდო დავინჩის ნორჩ მეცნიერებათა და გამოგონებელთა პროექტში და 36 ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოში კი თავისი გამოგონებით პირველ პოზიციაზე გავიდა.
კეკულეს არ იყოს, რომელმაც ბენზოლის სტრუქტურა სიზმარში იხილა, ბაჩომ სწორედ ასე მიაგნო მექანიზმის აგებულების ძირითად საიდუმლოს.
„იმდენად ვიყავი ამ საქმით გატაცებული და მთელი დღეები ამით დაკავებული, რომ დამესიზმრა მექანიზი და გამოღვიძებისთანავე შევუდექი მუშაობას. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც რაღაცას ქმნი, ბევრი შეცდომის და მარცხის მერე და საბოლოოდ შედეგამდე მაინც მიდიხარ.”
მექანიზმისთვის ახალგარზდა შემოქედმა ხელმისაწვდომი მასალები: რკინა, ფოლადი, პლასტმასი და ცოტა ხე გამოიყენა.
პროექტში მიღწეული წარმატების შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდნენ და მექანიზმის 600 დოლარად შესყიდვა შესთავაზეს, თუმცა შემოქმედი ვერ შეელია პირველ გამოგონებას.
ახლა ნორჩი გამომგონებელი ახალ პროექტზე მუშაობს. არ სცდება თავისი ინტერესესის სფეროს- იარაღს. ბაჩო აპირებს შექმნას იგივე მექანიზმი კონდახიანი მშვილდისთვის , იგივე არბალეტისთვის, რომლის დახმარებიტაც ისრის სასროლი მანძილი 200 მეტრამდე გაიზრდება.
ამჟამად სწავლითაა დაკავებული, თუმცა თავისუფალ დროს ისევ ჩხირკედელაობას აგრძელებს და ზუსტად იცის რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებას მას ძალიან სიამოვნებს.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”