ოფიციალურ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი „დასტურლამალი“. ამ აქტის საშუალებით, ხდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების სფეროში აღმოცენებული ურთიერთობების რეგულირება. „დასტურლამალის” ტექსტი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ ჯერ კიდევ დავითისა და თამარის დროს და უფრო ადრეც – არსებობდა ცალკეული ხასიათის სახელმწიფო სამართლებრივი აქტები.
„დასტურლამალი“ მხოლოდ სახელმწიფოს მართვა-გამგეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. ამით კარგად ჩანს მისი ძირითადი, კონსტიტუციური მნიშვნელობა, რის დასტურადაც შეიძლება მოვიყვანოთ ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: „დასტურლამალის” შექმნით, ვახტანგ VI-მ მართლმსაჯულება და მართვა-გამგეობა კვლავ ერთმანეთისაგან განსაზღვრა და სახელმწიფო სამართალსაც „დასტურლამალის” შექმნით მტკიცე საფუძველი დაუდო: „ამიერითგან სახელმწიფომართვა-გამგეობის გარკვეული წესი იყო დამყარებული და მისი რყევა და დარღვევა ასე იოლი აღარიქნებოდა“ [1. 66]. ძეგლში აღწერილია სასახლის ეტიკეტი, სასახლის მოხელეების ფუნქციები, აუდიენციები, სასამართლო ხელისუფლების დახასიათება და სხვა.
ამავე პერიოდის კონსტიტუციური აზროვნების შესანიშნავი ნიმუშია ტახტის მემკვიდრის, დავითის, მიერ შედგენილი კანონები, რომელთაგან ზოგიერთი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საკითხებს შეეხება.
სამწუხაროდ, რუსული მმართველობის დამკვიდრებამ და ასევე ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლამ გამორიცხა ამ აქტების პრაქტიკულად მიღება და მათი მოქმედების რაიმე შესაძლებლობა.
წყარო: http://www.nplg.gov.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”