close

მეცნიერებმა დეპრესიასა და ტვინის თეთრი მატერიის სტრუქტურას შორის კავშირი დაადგინეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რა ზეგავლენას ახდენს თეთრი მატერიის ცვლილებები განწყობასა და მღელვარებაზე, კვლევამ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს დეპრესიის სამკურნალო და სამართავი ახალი გზების მოძიებაში.
ბრიტანეთის ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემთა ბაზიდან 3,461 მოზარდის მონაცემებს გადახედეს და განაცხადეს, რომ დიდი ნიმუშს ზომა დამაჯერებლობას მატებს კვლევის შედეგებს.
ტვინის თეთრი მატერიის განლაგების გამოსახულების მისაღებად დიფუზიური ტენზორის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც მაგნიტურ რეზონანსულ გამოსახულებას (MRI) ეყრდნობა და მეცნიერებს ტვინის ბოჭკოების გაცილებით უფრო დეტალურად მოდელირების საშუალებას აძლევს, ვიდრე ამას აქამდე ახერხებდნენ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი მატერიის მთლიანობა – თეთრი ნივთიერების ხარისხი – შემცირებული იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც დეპრესიის სიმპტომები გამოავლინეს, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც ეს სიმპტომები არ ჰქონდათ, თეთრი მატერიის მთლიანობა ნორმაში ჰქონდათ.
საბოლოო ჯამში, კვლევამ შეიძლება დეპრესიის რისკის პროგნოზირების და იმის უკეთ გაგების ახალი გზები გამოძებნოს, თუ როგორ იცავს თეთრი მატერია დეპრესიისგან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში სხვადასხვა ასაკის 300 მილიონზე მეტ ადამიანს დეპრესიისგან გამოწვეული პრობლემები აწუხებს. დეპრესია უუნარობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად აღიარეს.
მეცნიერები დეპრესიასა და ტვინის ქსელს შორის ურთიერთობების გამოსახვას ცდილობენ. განვითარებაში ერთი ინოვაციური მკურნალობა იყენებს მაგნიტურ პულსს, რათა შეცვალოს ტვინის სქემები და მათი ურთიერთქმედება.
ამავე დროს ტვინის კონკრეტული ნაწილები ასევე დაკავშირებულია დეპრესიასთან დაკავშირებულ პრობლემებთან – გასულ წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარცხისა და დაბალი თვითშეფასების გრძნობები დაკავშირებულია ორბიფროტალური ქერქის ფუნქციონირებასთან, რომელიც უზრუნველყოფს სენსორულ ინტეგრაციას, მოლოდინსა და გადაწყვეტილების მიღებას.
ექსპერტები მიიჩევენ, რომ კვლევა დეპრესიის ტვინზე ზეგავლენის ამოცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაწილია. დეპრესიის განკურნების გზის პოვნა გადაუდებელი აუცილებლობაა, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, მისი მექანიზმის შესწავლაა საჭირო.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld