close

დღეიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია.

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარით და პროდუქცია ჩამოერთმევა. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია გაორმაგდება.

პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. რაც შეეხება პარკების იმპორტს, მისი კონტროლი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურს ევალება. პარკების რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბიოდეგრადირებად პარკს, პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.

გაზიარება:
fb-share-icon0