close
ეკოლოგია

დიდი ბარიერული რიფის „შვილი“ მარჯნების რაოდენობა 90 პროცენტით შემცირდა

ტემპერატურის მატების გამო დიდი ბარიერული რიფისგან წარმოშობილი მარჯნის „შვილების“ რაოდენობა დაახლოებით 90 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ავსტრალიის ჯეიმს კუკის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან 2016-2017 წლებიდან კლიმატის ცვლილებების გამო ბოლო პერიოდში მარჯნის კვდომისა და გაუფერულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

“მკვდარი მარჯანი „შვილს“ ვერ შობს,“ აცხადებენ მეცნიერები.

მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად კლდოვან მასას გავს, მარჯანი ცხოველია, რომელიც ლიფსიტებს წარმოშობს. ეს ლიფსიტები ჯერ ოკეანის ზედაპირზე ტივტივებენ, შემდეგ კი რიფზე ფუძნდებიან და ზრდასრულ ასაკს აღწევენ.

აღსანიშნავია, მარჯნის იმ სახეობებს, რომლებიც მშობლიურ რიფთან ახლოს იმყოფებიან, გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე იმათ, ოკეანეში არიან გაფანტული.

ისტორიულად, როცა რიფის რომელიმე მონაკვეთი ზიანდებოდა, ის ნაყოფიერდებოდა მეზობელი მარჯნებისგან მოსული ლიფსიტებით, თუმცა მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ეს უნარი იკარგება.

დიდმა ბარიერულმა რიფმა 1998 წლიდან დღემდე 4 მასიური გაუფერულება განიცადა. იმის გამო, რომ გლობალური ტემპერატურა ზრდას განაგრძობს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დრო ასეთ მოვლენებს შორის კიდევ უფრო შემცირდება და მეხუთე ან მეექვსე გაუფერულებას მომავალი ათწლეულის მანძილზეც უნდა ველოდოთ.
უფრო მეტიც, ექსპერტები შიშობენ, რომ თუ სათბურის გაზების ემისიები გაგრძელდება, რიფის დღეები დათვლილია. მათი გამოთვლების თანახმად, თუ გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, პლანეტის რიფების 99 პროცენტი საერთოდ გაქრება.
https://www.independent.co.uk

გაზიარება:
fb-share-icon0