close
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

დონალდ ტრამპმა სამხედრო კოსმოსური ძალების შექმნის განკარგულება გამოსცა

აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი შეიარაღებული ძალების მეექვსე განშტოების შექმნა ითხოვს, რომელიც კოსმოსზე იქნება ორიენტირებული.

,,საკმარისი არ არის ამერიკული ყოფნა კოსმოსში. ჩვენ და გვქონდეს ამერიკული დომინირება კოსმოსში. ჩვენ გვეყოლება საჰაერო ძალები და კოსმოსური ძალები,“ – განაცხადა ტრამპმა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საჰაერო ძალებს დააზარალებს.

შეერთებული შტატები 1967 წლიდან Outer Space Treaty-ის წევრია, რომელიც კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კრძალავს და მთვარისა და  ცის სხვა ობიექტების მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას იძლევა.

კოსმოსური ძალების შექმნის იდეა ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციების დროს წარმოიშვა. იდეის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს პენტაგონის ეფექტურობას გაზრდის.

თუმცა იდეას მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებს შორის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ქვეყნის საჰაერო ძალების გენერალურმა შტაბის უფროსმა – გენერალმა დევიდ გოლდფეინმა 2017 წელს კონგრესის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი განშტოების ჩამოყალიბება „არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს“.

ქვეყნის კოსმოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ზედამხედველობას საჰაერო ძალები უწევს. ახალი განშტოების ჩამოყალიბება აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო თანხმობას მოითხოვს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

„საბედნიეროდ, ტრამპი ამის განხორციელებას კონგრესის გარეშე ვერ მოახერხებს, ვინაიდან ახლა საჰაერო ძალების გაყოფის დრო არაა,“ – წერს „ტვიტერზე“ დემოკრატი სენატორი ბილ ნელსონი.

 პენტაგონის პრე სპიკერმა დანა უაითმა კი განაცხადა, რომ დეპარტამენტის პოლიტიკის საბჭო ტრამპის განკარგულების განხორციელებას დაიწყებს.

წყაროhttps://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid