close
განათლებასაქართველო

მიხეილ ჩხენკელი: ,,მომავალი წლიდან შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს”

,,ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომელიც 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ – მაია მიმინოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

(2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი. რაც შეეხება კონდიცირების სისტემებს, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სამ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერები მონტაჟდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid