სამყაროს საზრისი? ქაოსურად მოცეკვევე ნაწილაკების ერთობლიობაშია. ატომების, რომლებმაც განიცადეს, ვერ მოასწრეს ან იქნებ დავგასწრეს კიდეც გადაელახათ ყოფიერების საფეხურებრივი მდგომარეობა. მიწიერთა არსი ხომ საბოლოო წერტილის საწყისად გადაქცევაა, სულის სახეცვლილებებისა, სადაც სიცოცხლის საზრისს უფსკრულში გადაჩეხვის რისკი წარმოადგენს. თვითგადალახვა კი – ინსტრუმენტია, უფრო სწორად – არბიტრი, მაკავშირებელი რგოლი საკუთარი თავის დაკარგვის შიშსა და ღირებულებების შექმნას შორის.
თუკი ისინი თავისუფლებას ჩარჩოში სვამენ, შენ კი ცდილობ საზღვები გაამაგრო, როგორ შეძლებ შენი ნაწილაკების შეგროვებას როცა ცოცხლად გარდაიცვლები? შესძლებ რომ საკუთარი ,,მეს“ რაობა ნაპირის მეორე მხარეს გაიტანო? ადამიანის მდგომარეობამ ყველაზე ბედნიერსა და ყველაზე უბედურს შორის ემანსიპაციას უნდა მოუხმოს. თუკი ინდივიდი სახელად ადამიანი ფიქრობს, როგორია შეეძლოს თოლიასავით ფრენა და იგი ფრენის იმ ტაქტიკას გამოიგონებს, რითიც პიროვნებას სხეულის ბალანსი შეეძლება, მაშინ შეგვიძლია თამამად ითქვას, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს თოლია. მიზანდასახული თოლია დაუმორჩილებლობის სიმბოლოა ჩვენს ისტორიაში, ვინაიდან მეამბოხეს სურს საყოველთაოდ გაბატონებული პარადიგმა დაამსხვრიოს და სახლდაკარგულმა ახალი ნავსაყუდელი ეძიოს. თუმცა, საკუთარი თავის გაორების ორ ასპექტს შორის სისხლში გაჟღენთილს დაკარგვის შიში იპყრობს, მოერევა კი თოლია შავად შეფერილ, საკუთრივ შავ სულს, სარკის მეორე მხარეზე არეკლილს?! თუკი ,,შეშლილობა“ და ტკივილის განცდა ერთადერთი საშუალებაა ღირებულებათა შექმნის, შავ თოლიას უნდა შეეძლოს საკუთარი ღონის გონით ფორმად გარდაქმნა ანუ ის უნდა ფლობდეს გარდასახვის ხელოვნებას, ვინაიდან ყველაფერი, რაც გვანადგურებს და გვტკენს, ცეცხლად გარდავქმნათ, რადგან სურვილი იმისა, რომ სიღრმეს ჩაწვდე და უფსკრულის დონეზე ამაღლდე, მხოლოდ ზედაპირის შეცნობის შემდგომ ხორციელდება. ათვლის სათავედ ხილული სამყარო უნდა ავიღოთ ანუ გავჩერდეთ ზედაპირთან, იმისათვის, რომ აბსტრაქციაში გადავეშვათ. ტკივილი კი – შეცნობის პროცესია. იარაღი, რომლითაც ინდივიდი საკუთარ სიღრმეებში ჩადის და მოექცევა – როგორც ბავშვი, გაღრმავებული გრძნობებით ახალშობილი. საკუთარი თავის რწმენა ერთადერთი ბერკეტია, რომელიც ბავშვს აიძულებს გამოიგონოს ,,ბორბალი“ – კაცობრიობის ისტორიაში თვითრეალიზების მოვლენა. და რა არის შენი საზრისი? შენი აღსასრულისა და დაბადების ანგარიში, ნაშთად დარჩენილი შენი მცდელობები დედამიწაზე. მოპოვება ხომ რთულია და წარმოგიდგენიათ შენარჩუნება როგორი ძნელი?
და მაინც, საინტერესოა ადამიანია სამყაროს თუ თავად სამყარო ადამიანის საზრისი? ვინ იცის.
ერთი კი ნათელია, ადამიანი ნაწილაკია ორბიტაზე მოსიარულე არჩევნის უფლებით უძრაობასა და სივრცეში სინათლედ გარდაქმნისა. შენ კი ხარ ქაოსურად მოცეკვავე ვარსკვლავი, რომელიც ,,სანთელივით თავად იწვის, რომ სხვებს ნათელი მოფინოს“…შენ, შეგიძლია შეცვალო სამყარო, რადგან საკუთარ შესაძლებლობებს სხვა ვერავინ შეგიზღუდავს და რადგან რომ უნდა იცოცხლო სანამ მოკვდები, ცოცხლადაც უნდა მოკვდე და თავიდან დაიბადო, რომ შენს ყოფადობას აზრი მიეცეს.
მასალა მოამზადა: მარიამ შერეშაშვილმა
ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“