close
ისტორიაკულტურამსოფლიო

ეგვიპტეში ათეულობით მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, კაიროს აღმოსავლეთით ათეულობით მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს. შვიდი აკლდამა არქეოლოგებმა კაიროს სამხრეთით აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ საქარას ნეკროპილისის არქეოლოგიური მხარის დამუშავებისას გუნდმა კიდევ ერთი აკლდამა აღმოჩინეს, რომლის კარი დალუქული იყო. მეცნიერების აზრით, დალუქული კარი იმას ნიშნავს, რომ აკლდამა ხელუხლებელია. ეგვიპტის ანტიკვარიატების უმაღლესი საბჭო კარის გაღებას უახლოეს მომავალში აპირებს.

სავარაუდოდ, აკლდამა ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის დროინდელია, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ.აღ-მდე 2,500-2,350 წლებში მართავდა.

საქარა ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, მემფის, ნეკროპოლისის როლს დაახლოებით ორი ათასწლეულის განმავლობაში ასრულებდა.

ამ ადგილებში კატის გამოსახულებები ხშირია, რაც კატის თავიანი ღვთაების – ბასტეტის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.

მუმიფიცირება საკმაოდ ძვირადღირებული გახლდათ. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს. როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს. მათი წარმოდგენით, სწორედ მუმია გახლდათ მათი ამქვეყნიური ცხოვრებიდან ის ერთადერთი ნაშთი, რომელიც იმქვეყნიურ ცხოვრებას გააგრძელებდა.როგორც ჩანს, ამავე მიზეზით ხდებოდა ცხოველების, მათ შორის კატების მუმიფიცირებაც.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ისტორიული აღმოჩენების გაკეთებას ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს და ამ გზით 2011 წლის ამბოხის შედეგად შეფერხებული ტურიზმის გამოცოცხლებას აპირებს.

წყარო : https://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0