ეგვიპტის ნეკროპოლის საქარაში არქეოლოგებმა აქამდე უცნობი სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერთა მტკიცებით, 30 მეტრის სიღრმეში განთავსებული სამარხი არის ადგილი, სადაც სასულიერო პირები გარდაცვლილი ადამიანების მუმიებს ამზადებდნენ.
სამარხის ქვემოთ არქეოლოგებმა პალატები, სამი ხის სარკოფაგი, მუმია და „იმქვეყნად გასაყოლებელი“ ნივთები აღმოაჩინეს.
აღმოჩენილ ნივთებს შორის ერთი უჩვეულო რამ იყო: ერთ-ერთ სარკოფაგში მდებარე მუმიას ვერცხლის ნიღაბი ეკეთა, რომელსაც თვალების ადგილზე კალციტი, ობსიდიანი და ონიქსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნიღაბი 1939 წლის შემდეგ არ აღმოუჩენიათ.
„ან ნიღბის აღმოჩენას შესაძლოა, სენსაცია ვუწოდოთ, ვინაიდან დღემდე მეტალის ძალიან ცოტა ნიღაბია აღმოჩენილი,“ – განაცხადა არქეოლოგმა რამადან ჰუსეინმა, რომელიც გერმანელ-ეგვიპტელ არქეოლოგთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.
მეცნიერთა გუნდმა ნიღბის მფლობელის ვინაობა დაადგინა – ის ქალღმერთ მუტის მეორე სულიერი მოძღვარი და ქალღმერთ ნიუტ-შაეს სულიერი წინამძღოლი იყო. ის ცხოვრობდა და გარდაიცვალა 26-ე დინასტიის დროს, სეიტ–სპარსული პერიოდი ჩვ.წ.აღ-მდე 664 -404 წლებში.
სამარხში აღმოაჩინეს ორი დიდი აუზი, რომლებიც, სავარაუდოდ, ორი მიზნით იყენებდნენ: ბუნებრივი, მარილისგან დამზადებული კონსერვანტის – ნატრონის გამოყენებით ადამიანის სხეულის გამოსაშრობად და შესახვევი დოლბანდების დასამზადებლად.
არქეოლოგებმა ალებასტრის ქილებიც აღმოაჩინეს, რომელსაც ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების შესანახად იყენებდნენ, რომელსაც მუმიფიცირების დროს აცლიდნენ.
გუნდმა აღმოჩენის გასაკეთებლად უახლესი ფოტოგრამეტრია და 3Dლაზერული სკანირება გამოიყენა. ისინი ყველა აღმოჩენილი არტეფაქტის 3Dლაზერულ სკანირებას ახორციელებენ.
წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”