ეკოლოგი ბარი კომონერი ასე აყალიბებს ეკოლოგიის კანონებს:
- ნებისმიერ ბუნებრივ სისტემაზე ზემოქმედება იწვევს მთელ რიგ ეფექტებს (პროცესებს), რომელთა ოპტიმალური განვითარების წინასწარმეტყველება (პროგნოზირება) ძნელია.
- ადამიანი/საზოგადოება არსებობს შემოსაზღვრულ/ჩაკეტილ სივრცეში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც მის მიერ იქმნება, რასაც ის იღებს ბუნებიდან, ბუნებასვე უბრუნდება გარკვეული ფორმითა და გზებით.
- ადამიანი/ საზოგადოება ბუნებაზე ზემოქმედებისას უნდა ეყრდნობოდეს ინტელექტს, ცოდნას, გამოცდილებას, სპეციალისტების პროფესიონალიზმს – გრძნობდეს პასუხისმგებლობას კაცობრიობის მომავლის წინაშე; მან უნდა გარკვევით იცოდეს, როგორ მოექცეს მას, როგორ გარდაქმნას იგი სასიკეთოდ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად შეარბილოს, მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური ზემოქმედება. ადამიანთა საზოგადოებას არ აქვს უფლება დაარღვიოს დედამიწაზე ეკოლოგიური ჰარმონია!
- გლობალური ეკოლოგიური სისტემები უნდა განიხილებოდეს როგორც განუყოფადი მთლიანობა და ყოველივე, რასაც ადამიანი მათგან მოიხმარს/ამოიღებს, აუცილებლად უნდა იქნას კომპენსირებული. საჭიროა ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი მართვა, არ შეიძლება მათი მოხმარება განუზღვრელი რაოდენობით.
- ბუნება მთლიანია, ყოველივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბიოსფერო – ჩვენი საერთო სახლია.
- ეკოლოგიური ბედნიერება მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვერ იქნება, ოკეანეს დაბინძურების, სათბურის ეფექტის, ოზონის ხვრელების წარმოქმნის და სხვა პლანეტარული მასშტაბის ანთროპოგენული მოვლენების განვითარების წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს მთელი თანასაზოგადოება.
- ყველა დარღვევა ჯეროვნად უნდა იზღოს, ეკოლოგიური და სოციალური ზარალის ანაზღაურებით; ზარალი უნდა შეფასდეს დეტალური ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე.
- ჯეროვნად უნდა შეფასდეს ნარჩენების პრობლემები, მათი განთავსების და უტილიზაციის საკითხი.
- საერთაშორისო თანასაზოგადოების (მაგ. ევროკომისიის) მიერ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მიღებულია სპეციალური კანონები; ერთ-ერთი ასეთი კანონი კრძალავს სახიფათო ნარჩენების (მაგ. მომწამლავი. რადიაქტიული ) გატანას ერთი ქვეყნიდან მეორეში, გატანა და განთავსება სხვა ქვეყანაში ექვემდებარება საერთაშორისო სამართალს. უახლოეს წარსულში, ასეთი სახის ნარჩენები შეიტანებოდა და იმარხებოდა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში.
მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: