შეერთებული შტატებისა და ევროპის მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების გამოვლენა, ჭავლები სივრცესა და დროში, რომელიც ალბერტ აინშტეინის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები, იმავე კოსმოსური მოვლენისგან მომავალ სინათლესთან დააწყვილეს.
ტალღები, რომლებიც დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ ორი ძალიან მკვრივი ნეიტრონის ვარსკვლავის შეჯახებამ გამოიწვია, პირველად აგვისტოში ვაშინგტონის, ლუიზიანას და იტალიაში – ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებში გამოავლინეს.
ორი წამის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორიაში სამხრეთ ცის იმავე ნაწილისგან, იმავე წყაროდან ელექტრომაგნიტური ტალღა, ე.წ. გამასხივები გამოვლინდა.
„წარმოიდგინეთ, რომ გრავიტაციული ტალღები ჭექა-ქუხილის მსგავსია. ჩვენ მისი ხმა მანამდეც გაგონილი გვქონდა, ახლა კი პირველად შევძელით ელვის ხილვაც,“ – განაცხადა Harvard-Smithsonian-ის ასტრიფიზიკის ცენტრის ასტრონავტმა ფილიპ კუპერსვეითმა.
დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავების შერწყმის შედეგად კოსმოსში ოქროს, პლატინისა და სხვა მძიმე ლითონების ნამქერი გაჩნდა, რაც ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ ამ მეტალების წყარო სწორედ ასეთი კატაკლიზმური მოვლენებია.
ორი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები.
გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა.
გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.
წყარო: http://www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”