close
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

ეპილეფსია – პროფილაქტიკა და პირველადი დახმარება

ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, როდესაც დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე ან ხანგრძლივი.

მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს (65მლნ) აქვს ეპილეფსია. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირე მატულობს.

ეპილეფსიის რისკფაქტორია ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ნეირონების (ნერვული უჯრედის) გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ კრუნჩხვა ვუთარდება თუ ადამიანს კრუნჩხვისადმი მზაობა გენეტიკურად მომატებული აქვს.

ეპირეფსიური კრუნჩხვის განვითარებას ხელს უწყობს:

  • ინფექციური და ენდოკრინული დაავადებები
  • მაღალი ტემპერატურა
  • ნარკომანია
  • კვებითი ინტოქსიკაცია
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • ალკოჰოლი

დისკოტეკა, სადაც რამდენიმე უძლიერესი რისკფაქტორის თანხვედრა ხდება, საუკეთესო გარემოა ეპილეფსიური კრუნჩხვების აღმოცენებისათვის.

პროფილაქტიკა:

ეპილეფსიით დაავადებულთათვის შეტევის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ცხოვრების რეჟიმის შეცვლა ანუ აუცილებელია მაქსიმალური ინტელექტუალური დატვირთვა, ძილის რეჟიმის დაცვა. ეპილეფსიით დაავადებულნი დიდხანს უნდა იმყოფებოდნენ ჰაერზე, ეკრძალებათ ხანგრძლივად ტელევიზორის ყურება, მზეზე ყოფნა. რეკომენდებული არ არის წყლის სპორტი, ალპინიზიმი და სხვა. სასარგებლოა მსუბუქი, გამაჯანსაღებელი ვარჯიში. ავადმყოფი უნდა ერიდოს უძილობასა და ძლიერ ემოციებს, რეკომენდებული არ არის მუშაობა ღამის ცვლაში, ხმაურიან და დახუთულ შენობაში.

პირველადი დახმარება ეპილეფსიის დროს:

  1. თუკი შესამჩნევია, რომ ადამიანს უნდა დაემართოს შეტევა, აუცილებელია მას შეექმნას უსაფრთხო გარემო, რომ დაცემისგან არ მიიღოს ტრავმა.
  2. აუცილებელია ყველა საგანი, რომელიც არის დაზარალებულის ახლოს, უნდა მოშორდეს. თავქვეშ ამოედოს ბალიში
  3. აუცილებელია შემბოჭავი ტანისამოსი გაიხსნას, რომ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს ადამიანს.
  4. არ შეიძლება ეპილეფსიის შეტევის დროს ადამიანის დამაგრება (დაჭერა), მიიღებს მოტეხილობას
  5. არ შეიძლება კბილების ძალით გახსნის მცდელობა, ეს მხოლოდ გამოიწვევს კბილების და ყბების ტრავმირებას.
  6. არ არის საჭირო ენის ხელით დაჭერა, დაზარალებული ,,ენას არ ჩაყლაპავს’’.
  7. საჭიროა მიღებული ყველა ტრავმის თვალსაზრისით პირველადი დახმარების გაწევა.
  8. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია შეტევის შემდეგ აუცილებელია, თუ ეს იყო პირველი შემთხვევა; შეტევა იყო ზედიზედ რამდენჯერმე; დაზარალებულს აქვს ტრავმები; დაზარალებული გონს ვერ მოდის 10 წთ და მეტი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid