close
მედიცინა

ექიმები ამტკიცებენ, რომ მაჩას ჩაი ყავის ჯანსაღი ალტერნატივაა

გრანოლა, ყავა და ბრინჯი ჩვენი რაციონის მთავარი ნაწილია – თუმცა უფრო ჯანმრთელი ალტერნატივებიც არსებობს.

არსებობს მათი მარტივი ჩამნაცვლებლები, რომლებსაც თქვენი ჯანმრთელობის გარდაქმნა  და სხვადასხვა დაავადებისგან თქვენი დაცვა შუძლია.

ცნობილი დიეტოლოგი კასანდრა ბარნსი რამდენიმე რჩევას გვაძლევს:

საუზმეს დღის ყველაზე მნიშვნელოვანან საკვებად მიიჩნევენ, დილით მიღებულ საკვებს ორგანიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გრანოლა (შვრიის, ხმელი ხილის და ჩირეულის უგემრიელესი ნარევი) უდავოდ გემრიელი და სასარგებლო საუზმეა, თუმცა კალორიულია, ამიტომ მისი ჩანაცვლება უგლუტეინო შვრიის ფაფით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

დიდი რაოდენობით კოფეინისა და ყავაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიღება ორგანიზმის მიერ სტრესის ჰორმონების გამომუშავებას იწვევს.

ყავის ბუნებრივად ჯანსაღი ალტერნატივა მაჩას ჩაია, რომელიც ენერგიაზე გვერდითი ეფექტების გარეშე მოგიყვანთ. ის ასევე სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისა და წონის მართვისთვის.

„მაჩა შეიცავს L-theanine–ს, რომელიც ასტიმულირებს ტვინის ალფა ტალღებს, რაც ხელს უწყობს ფოკუსირებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი,“ – აცხადებს ბარნსი.

რძიანი შოკოლადის ნედლი კაკაოთი ჩანაცვლება ზედმეტი შაქრის მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ.

სამხრეთ ამერიკაში კაკაოს მარცვლები ჯანმრთელობისთვის იმდენად სასარგებლოდ ითვლებოდა, რომ მას ვალუტად იყენებდნენ. ის რეგულარულ შოკოლადზე თითქმის ოთხჯერ მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ორგანიზმს გულის დაავადებებისა და კიბოს ზოგიერთი სახეობისგან იცავს.

გარდა ამისა, კაკო შეიცავს ცილას, კალციუმს, კაროტინს, თიამინს, რიბოფლავინს, გოგირდს – ყველა მათგანს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0