close

არსებობენ მარადცოცხალი წიგნები, რომლებიც ადამიანთა სულის საწვრთნელადაა დაწერილი. ისინი ცხოვრების მასწავლებლები არიან და არა მხოლოდ თანამედროვეთათვის , არამედ შთამომავალთათვისაც. ასეთი სულის საოხი წიგნია ქართველთათვის,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ 


 “შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხოვრებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებლისაჲ, და მისთანა მრავალთა მამათა ნეტართა“ .


ნაწარმოები შეიქმნა 951 წელს, მას თავისუფლად შეგვიძია ვუწოდოთ, როგორც ჰაგიოგრაფიული ისე ისტორიული, ამიტომაც თუ კი შევეცდებით შევქმნათ მამა გრიგოლის, როგორც საერო მოღვაწის სახე, უპირველესად გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ნაწარმოებში არამარტო ბერმონაზვნური ცხოვრებაა აღწერილი, არამედ საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაც. 
მძიმე მდგომარეობაშია ქართლი, მას დაეკარგა თავისი როლი პოლიტიკურ-კულტურული ლიდერობისა. იმის მიუხედვად, რომ არაბთა ბატონობა უკვე შერყეული იყო და მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენს ჩაჰფრენოდნენ,მაინც ახერხებდნენ წინა აზიაში და კავკასიის ზოგიერთ უბანში თავიანთი ძლევამოსილება 
შეერნარჩუნებინათ. ეს ყველაფერი დიდი გაჭირვებით ხდებოდა, რადგან არაბთა ხალიფა ჰარუნარ რაშიდის 23-წლიანი ხელმწიფობის ისტორიაში იძულებული შეიქნა თბილისში 17 ამირა გამოეცვალა. თბილისის საამიროს გარდა ჩამოყალიბებული იყო ოთხი დამოუკიდებელი სამთავრო, უპირველესად გაჩნდა დასავლეთ-ქართული.

“და რაჟამს მოუმძლავრდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ესე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფის და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხხამდე, სახელ იდვა აფხაზთა ” (მატიანე ქართლისაი). 
აღმოსავლეთში, კახეთის მსხვილმა ფეოდალმა გრიგოლმა, ქართლის ერისმთავარ ჟუანშერ არჩილის ძის გარდაცვალებით ისარგებლა და კახეთი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა. „განდგა გრიგორ მთავარი და ამან დაიპყრა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი.. იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად“ ვერც ერთმა ქართულმა სამთავრომ ვერ მოახერხა ქართლის ცენტრი გამხდარიყო, ამიტომ საჭირო იყო ახალი ნაკადი, ახალისისხლი რითაც ქართლის ისტორია დაიწერებოდა, აქ ჩანს ქართველ პოლიტიკოსთა გამჭრიახობა, რაც კარგად არის წარმოჩენილი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. „ღირსო მამაო, ჩუენ თანა არს ხორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესე შევზავნეთ ურთიერთარს“ რაც ნიშნავს, რომ სულიერებისა და ხორცილების, მტკიცე, წმინდა კავშირი იქნებოდა ქვეყნის წარმატების საფუძველი. ასე შეიქმნა ტაო-კლარჯეთი; მტერთაგან აოხრებული, კაცთაგან მივიწყებული. 
ამ დროს იწყება ძლიერი ეროვნული მოძრაობა, რასაც ემსახურება გრიგოლ ხანძთელი, გრიგოლის წარმომავლობის შესახებ ვკითხულობთ; „ესე იყო შვილი წარჩინებულთა დიდებულთა და მართლმორწმუნეთ მამა-დედათაი და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთავისასა აღზრდილ იყო ხელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა, ნერსეს ცოლისაითათ, რომელსაცა ეშივილა რამეთუ იყო ძმისწული მისი.” შემთხვევითი არ არის რომ გრიგოლი ნერსეს ოჯახში იზრდებოდა. გრიგოლმა სწორედ ნერსეს ოჯახში ეზიარა პოლიტიკურ- ეროვნულ საქმეებს. ის თავიდანვე გამორჩეული იყო გამორჩეული გონებისა და თვისებების გამო. „სიტყუაი მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაითა, რაჟამს იტყვნ,ბრძნად აღიღის პირი თვსი და წესი განუჩინის ენასა თვსსა. და ჰასაკისა ზრდასა თანა სათნოებაიცა კეთილი იზრდებდა, რამეთუ არა იყო ვითარცა ჭაბუკი, მზუაბარ და ჭამადთა გულისსათქუმელთა მოყუარე“. და გრიგოლი არჩეულ იქნა დიდი მისიის, საქართველოს გადარჩენისა და აღორძინებისათვის. “მაშინ ხელმწიფეთა მათ, აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან და მისმან და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაი ამის ნეტარისაი.” გრიგოლის თანამოაზრედ გვევლინება მისი დეიდაშვილი საბა იშხნელი, ღვთისა და ერისკაცის სურვილისამებრ შეიქმნა ჯგუფი რომელსაც სულიერი ნიადაგის შქმნა დაევალა სამხრეთულ მიწაზე, ხორციელ სიკეთისათვის კი წმინდა მეფე აშოტი ზრუნავდა. 
ბაგრატიონები ცდილობდნენ დაუმტკიცებინათ, რომ მათი გამეფება საქართელოში უფლის ნებით მოხდა.მათი ლეგიტიმაცისათვის ეს აუცილებელი იყო. შემთხვევითი არ არის რომ, პირველად გრიგოლ ხანძთელის პირით გახმიანდა ბაგრატიონთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა. „დავით წინაისწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო!. 
თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფაქტია მისი კონსტანტინოპოლში გამგზავრება. „ამისთვის განიზრახა წარსვლაი ქრისტეს საწურჭლედ, მეორედ იერუსალიმად რომელ არს კონსტანტინეპოლისი“ და “ას ჟამსა იერუსალემს წრმავალი ვიმე პოვა მეგობარი თვისი და მას დაჰვედრა საბა წმინდისა წესისა დაწერაი” ამრიგად, გრიგოლი საბასთან და ერთ მოწაფესთან ბიზანტიას მიემგზავრება, რათა წეს-განგება ჩამოიტანოს, ხოლო ვინმე მეგობარს 
იერუსალიმში მიმავალს ავალებს საბა წმინდის მონასტრის წეს- განგების ჩამოტანას. თან ეს ამბები მაშინ ხდება, როცა აშოტი საბრძოლველად ემზადება, არაბები კი დიდ გეგმებს აწყობენ. ვფიქრობ, გრიგოლის მოგზაურობის მიზანი არ გახლდათ მხოლოდ წეს-განგების ჩამოტანა, რადგან ასეთ შემთხვევაში ნეტარი მამა რატომ წავიდოდა მეორე იერუსალიმს და არა თვით იერუსალიმში?. აქ უფრო სხვა დიპლომატიური მხარე უნდა იმალებოდეს. აშოტი გასაჭირშია. მას წინ მძიმე ომები ელოდება, ამ დროს კი ნეტარი მამა იმპერიის დედაქალაქში მიდის. ვინ უნდა ყოფილიყო აშოტისთვის ყველაზე კარგი დესპანი, თუ არა წმინდა ბერი, რომელიც საოცარი განსწავლულობით ამოირჩეოდა. გრიგოლი იქ გარკვეული დახმარების მოსაპოვებლად მიდის, რათა აშოტი და საქართველო მომძლავრებული 
მტრისაგან დაიცვას. ამრიგად, არამგონია, რომ მას მეფე ამ დიდ გასაჭირში მხოლოდ და მხოლოდ წეს-განგებისთვის დაეტოვებინა, ის ხომ უპირველსად ხორციელიდა სულიერი ხორცილეი სიკეთის შეზავების მიზანს ემსახურებოდა. მის ცხოვრებაში არ ყოფილა არცერთი მომენტი, რომ წმინდა გზიზსთვის გადაეხვია. იგი უპირველესად უფალს და ერს ემსახურებოდა, ეს შეზავება გრიგლოლის ქმედების სათავე “და ვითარცა მოიწინის ტაოს,ესმა მუნ მყოფთაგან კაცთა,ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა”.. ხოლო ნეტარი გრიგოლი გლოვით იტყოდა –-ჰოი ,მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო,სიმტკიცეო ეკლესიათაო და ძღუდეო ქრისტიანეთაო.
აშოტის ადგილს მისი შუათანა ძე იკავებს. აღსანშნავია ,რომ გრგოლი ისევ რჩება ბაგრატიონთა მოკავშირე ძალად. ნათელი დაუღამებელი უძღვის მეფობასა შენსა!”. და ღირსი მამა მეორე დიპლომატიური მისიისათვის მიემგზავრება აფხაზეთს. ჰაგიოგრაფიის მიხედვით, წმინდანი თავის გაპარულ ძმებს დაედევნა,როპმლებსაც საღვთო შური ამოძრავედათ ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა. თუმცა ჩემი აზრით , დემეტრე მეორეს კარზე მისვლა მხოლოდ ძმათა ძებნით არ უნდა იყოს გამოწვეული. ბაგრატი ახლად გამეფებულია და ბუნებრივია რომ ახალ მეფეს მუდამ თან სდევს სირთუელები, თან ამ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც აშოტის მიერ ახლად ჩამოყალიბებული სამეფოსი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დაგას,ბაგრატს მხოლოდ შავშეთ-კლარჯეთი 
დარჩენოდა საბრძანებლოდ, მის დროს იწყება ბრძოლა ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს გამოყოფისთვის. ამიტომაც ვფიქრობ რომ გრიგოლის ეს მოგზაურობას მოკავშირეთა შეძენის ფუნქცია ჰქონდა, აფხაზთა სამეფო იმდროინდელ საქართველოში ყველაზე ძლიერი გახლდათ, დემეტრე მეორეს მოკავშირეობა კი ამყარებდა ბაგრატის პოზიცებს. გრიგოლმა დემტრეს დაჟინებული თხოვნით აშენა ახალი მონასტერი დასავლეთისა და აღმოსავლეთის 
საზღვარზე, (უბეს მონასტერი, მდებარებს მდინარელე ძირულას ხეობაში).

გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ყველაზე დიდი შედეგი ერთ უმნიშვნელოვანეს ფრაზაში ხმიანდება:”ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირავს და ლოცვაი ყოველი აღსრულების.” აქ საქართველოს ეკლესია პირველად არის გამოყვანილი, როგორც ერთი მთლიანი ეროვნული და დამოუკიდებელი ორგანიზმი, რომელიც თვითონ განაგებს საკუთარ თავს და არცერთ უცხო პატრიარქის გავლენას არ განიცდის. მაშასადამე გრიგოლმა მიაღწია იმ სულიერ სიკეთეს, რომელიც დამოუკიდებლად 
სუნთქავდა ქარულ მიწაზე. 
მართალია რომ ერთიანი ქართული სამეფო საბოლოოდ შეიქმნა ბაგრატ მესამის დროს და ჩამოყალიბებული სახე დავით აღმაშენებლის მეფობისას მიიღო, მაგრამ ის ფუნდამენტი, რომელზედაც საქართველოს მეფეებმა სახელმწიფო წყობილება შექმნეს, ნეტარი მამისა და მისი თანამოღვაწეების მიერ არის ნამუშაკარი. 
წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი 861 წელს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან იმდიდ ღუაწლთან ერთად, რომელიც გასწია საქართველოს სრულყოფისთვის ანდერძდ დაგვიტოვა უფლის სიტყვები; “ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიეთას” რადგან სიყვარულია ქვეყნის ერთობის, ძლიერების, მკვდრეთით აღდგინების ერთადერთი ძალა, მხოლოდ ზნეობრივად ჯანსაღ საზოგადოებას ძალუძს ბრძოლა ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0