Europa Nostra-მ, ევროპის წამყვანმა ძეგლთა დაცვის ორგანიზაციამ, 2018 წლის ევროპაში არსებული, განაგურების პირას მყოფი 12 ისტორიული ძეგლი დაასახელა, რომელთა შორის, 2 საქართველოშია. ამ წინასწარი სიიდან 7 ისტორიულ ძეგლის ამოირჩევენ და ჩართავენ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენახვის პროგრამაში.
საქართველოსთან ერთად, აღნიშნულ სიაში მოხვდა ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, იტალია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.
რაც შეეხება საქართველოს, ორგანიზაციის ექსპერტები შეფასებით, პროგრამაში ჩასართველად ნომინირებულია ჭიათურა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი.
ჭიათურაში საბაგირო გზები 1913 წლიდან ფუნქციონირებას. საბაგირო ქსელი 18 ადამიანზე იყო გათვლილი და გარდა მგზავრების გადაყვანისა, ჰქონდა ტვირთის ტრანსპორტირების ფუნქციაც, რომელიც, Europa Nostra-ს შეფასებით, უნიკალურია არქიტექტურული სტილისა და ინჟინერული სიახლეების თვალსაზრისით. ამიტომაც, ჭიათურასა და მის საბაგირო ქსელს ინდუსტრიული და ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა და სავარაუდოა, რომ, ნომინაციის შემდეგ, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაშიც შევა.