ევროკავშირმა ბრაზილიას ხორცპროდუქტების მიწოდების შეჩერებისკენ მოუწოდა. საუბარია იმ ბრენდებზეც, რომელთა პროდუქციაც საქართველოში შემოდის და საკმაოდ კარგად იყიდება.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ბრაზილიას წინადადებით მიმართა, თავად შეწყვიტოს ხორცპროდუქტების მიწოდება, რათა თავიდან აიცილოს ემბარგო, რომლის მოხსნასაც შემდგომში დრო დასჭირდება.
სააგენტო ,,როიტერის” ინფორმაციით, ბრაზილია ამის წინააღმდეგია. ამ დროისთვის ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ბრაზილიაში ხორცის წარმოების მრეწველობაში არსებულ პრობლემებზე. არსებული ინფორმაციით, თავად ბრაზილიის ტერიტორიაზე, გარკვეული საწარმოების მუშაობა შეწყდა და აიკრძალა, თუმცა, სხვა მხრივ, ქვეყანა არ აპირებს ევროკავშირთან პოზიციები დათმოს.
ევროკავშირმა ბრაზილიის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ არაადეკვატურად რეაგირებს შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
ბრაზილიიდან ,,ბი-არ-ეფისა” და ,,ჯი-ბი-ესის” მიერ წარმოებული ხორცის იმპორტი უკვე რამდენიმე ქვეყანაში შეაჩერეს. ცნობისთვის, ამ კომპანიების პროდუქციას ,,სადიასა” და ,,სიერას” სახელითაც აწარმოებენ. „სადია“ და „სიერა“ ქართულ ბაზარზეც იყიდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: