close
მსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ევროკომისიამ ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის, ევროკომისიამ კომპანია ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.

კომისიის თქმით, კორპორაცია ბოროტად იყენებს საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, ,,გუგლმა” საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.

„ის, რაც Google-მა გააკეთა, არ შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს. ის სხვა კომპანიებს კონკურენციის შანსს არ აძლევდა. და რაც ყველაზე მთავარია, მან ევროპელ მომხმარებლებს მომსახურების არჩევის უფლება წაართვა,“ – განაცხადა მარგრეტ ვესტაგერმა, ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში.

ევროკომისიის განცხადებით, უკანონო ქმედების გამო, სერვის Google Shopping-ზე მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში 45-ჯერ გაიზარდა, გერმანიაში – 35-ჯერ, საფრანგეთში – 19-ჯერ, ნიდერლანდებში 29-ჯერ, ესპანეთში – 17-ჯერ, იტალიაში – 14-ჯერ.

სიტუაციის გამოსასწორებლად ,,Google-ს” 90 დღე მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი კომპანია ,,Google-Alphabet-ის” საშუალოდღიური ბრუნვის 5%-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld