close
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

ევროპამ დედამიწაზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე მეშვიდე თანამგზავრი გაუშვა

ევროპა  დედამიწაზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე Sentinel Earth-ის მეშვიდე თანამგაზვრი გაუშვა. თანამგზავრი რამდენიმე მილიარდიანი პროგრამის – ,,Copernicus-ის“ ნაწილია, მისი მიზანი ელ ნინიოს ფენომენისა და გლობალური დათბობის შესწავლაა.

თანამგზავრი Sentinel-3B-ი იმ თანამგზავრების სისტემის ნაწილია, რომელიც დედამიწის მონიტორინგს ახორციელებს. თანამგზავრი კოსმოსში რაკეტა Rockot-ით გადაიტანეს, რომელიც პლესეცკის კოსმოდრომიდან ოთხშაბათს გაუშვეს.

Sentinel-3B თავის ტყუპისცალს – Sentinel-3A-ს შეუერთდება, რომელიც ორბიტაზე 2016 წლიდანაა განთავსებული და ზღვის ზედაპირის ტემპერატურაზე მონაცემებს აგროვებს, რომელიც სინოპტიკოსებს ამინდის პროგნოზირებასა და ტემპერატურის ზრდის შედეგების განსაზღვრაში ეხმარება.  

ორივე თანამგზავრი დედამიწის ზემოთ 815 კილომეტრ სიმაღლეზე, პლანეტის მოპირდაპირე მხარეს იმოძრავებს.

პროექტ Copernicus-ს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ახორციელებს. მას დედამიწის დაკვირვების ყველაზე ამბიციურ პროგრამად აფასებენ. ევროკავშირმა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პროექტი 9,8 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსეს.  პროექტის დაწყება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროპამ 2012 წელს დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრთან  – Envisat-თან კონტაქტი დაკარგა.

წყაროhttps://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid