მარკეტინგულმა პლატფორმა Socialbakers-მა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ქვეყნების მიხედვით, HaHa რეაქციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ფეისბუკ პოსტებზე ყველაზე ხშირად პერუში იცინიან, მას მოსდევს საფრანგეთი და მექსიკა. რაც შეეხება საქართველოს, ამ კუთხით ის მსოფლიოში 44-ე ადგილზეა.
რაზე იცინიან სხვა ქვეყნებში არ ვიცით. თუმცა, რაც შეეხება საქართველოს, შესაძლოა ეს შედეგი სოციალურ აქტივიზმთანაც დავაკავშიროთ – გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ფაქტს HaHa რეაქციით აპროტესტებდნენ. HaHa სტატისტიკაში გამოყენებული მონაცემები კი 2018 წლით თარიღდება.
გაზიარება: