,,iPhone-ის” მფლობელებისთვის FaceTiming-ი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ,,Google-ს” სურს, იგივე შესაძლებლობა Android-ის მომხმარებლებსაც ჰქონდეს.
კომპანიამ განაცხადა, რომ Android-ში ვიდეოკონფერენციის აპლიკაციის – Duo-ს შექმნას იწყებს.
ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს დაიწყონ ვიდეო ზარი ერთი დაწკაპუნებით – ისევე როგორც Apple- ის iOS- ში.
ვიდეო საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს ვიდეო ზარის, ან ტექსტური შეტყობინების საშუალებით, იმის და მიუხედავად, სად იმყოფებიან ისინი – იმავე ქალაქში, სადაც თქვენ თუ ათასობით კილომეტრის დაშორებით.
კომპანიამ უკვე განაახლა პროგრამული უზრუნველყოფა პირველი თაობის Pixel-ში, Android One -ისა და Nexus-ის მოწყობილობებზე, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება Pixel 2-ის ტელეფონებზე, რომლებიც გაყიდვაში მომავალ კვირას გამოვა.
,,მოინახულე მეგობარი სხვა ქალაქში, ესტუმრე სხვას სახლიდან გაუსვლელად, მოაწყვე მნიშვნელოვანი შეხვედრები მარტივად..” ეს Apple – ს ცნობილი სერვისის Facetime – ის კომერციალია. Facetime-ის უკანა მაღალხარისხიანი კამერა საშუალებას იძლევა დაანახოთ პარტნიორს ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ.
წყარო: http://www.dailymail.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”