კომპანია Fiat (Fiat Chrysler Automobiles) იმ ეთიკურ ჰაკერებს, რომლებიც კომპანიას მონაცემთა უსაფრთხოების სისუსტეების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ, 1,500 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ერთი წლის წინ დამოუკიდებელმა კიბერ მკვლევარებმა უსადენო კავშირის გამოყენებით Jeep Cherokee-ის ძრავა გათიშეს. ამ ფაქტმა ავტო მწარმოებელებისა და რეგულატორების შეშფოთება გამოიწვია. მაშინ Fiat-მა უკაბელო კავშირის გამოყენებით ავტომობილზე კონტროლის განხორციელების თავიდან აცილების მიზნით 1,4 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია.
ავტომობილების შემქმნელები აცხადებენ, რომ მაღალი სიჩქარის ინტერნეტ კავშირით აღჭურვილი ავტომობილები კიბერ მეკობრეებსა და კრიმინალებისგან დაუცველნი არიან, მათ კი ავტომობილის სისტემის გზით პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, ან სხვა სახის ზიანის, როგორიცაა მაგალითად მანქანის ძრავის გამორთვა, მიყენების საშუალება აქვთ.
2015 წლის ივლისში რამდენიმე დიდმა ავტომობილის მწარმოებელმა კომპანიამ ავტომობილების საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრი, Aუტო-IშAჩ, ჩამოაყალიბა, რომლის მიზანი კიბერ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მიწოდებაა.
წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
Fiat ჰაკერებს ჯილდოს ჰპირდება
გაზიარება: