სისხლის საერთო ანალიზით სიმსივნის დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია. ჯონს ჰოპკინსის სიმსივნის მედიკოსების თქმით, ანალიზი 98%-ის სიზუსტით შეძლებს 8 სახეობის სიმსივნის პროგნოზირებას ორგანიზმში. ადრეული დიაგნოსტიკა სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობის შემცირების მნიშვნელოვანი ელემენტია. უნიკალური ტესტი ერთროულად სისხლში 8 სახის სიმსივნის სავარაუდო ნიშნებსა და მათ ყველაზე ადრეულ ნიშნებს ეძებს.
ტესტს შეუძლია გამოავლინოს ფილტვის, ღვიძლის, სარძევე ჯირკვლის, კუჭის და ნაწლავების კიბოს ადრეული ნიშნები. მედიკოსების თქმით, ისინი მუშაობენ ლაბორატორიაში საყლაპავი მილის, საკვერცხეების და პანკრეასის სიმსივნის ადრეული ნიშნების დიაგნოსტიკაზეც. სიმსივნით დაღუპულ ადამიანთა 60% სწორედ ამ ტიპის სიმსივნით კვდება.
ტესტი შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს, ანალიზი ორგანიზმში არსებული გენისა და პროტეინის კომბინაციით მიმდინარეობს. მედიკოსების თქმით, ტესტს შეუძლია გამოაჩინოს რვა სხვადასხვა სახეობის პროტეინი სისხლში და სხვადასხვა წარმოშობის სიმსივნური უჯრედის გენი. ტესტს რამდენჯერმე ჩაუტარდა ცდა და გამოიცადა 1005-მდე პაციენტზე, ამ დროისთვის სიზუსტის შედეგი 69%-დან 98%-მდეა გაზრდილი.სისხლის ანალიზმა კვლევის მონაწილეთა 70 პროცენტს ონკოლოგიური დაავადება დაუდასტურა. ტესტი 800 ჯანმრთელ ადამიანსაც ჩაუტარეს და ტესტმა ცდომილება მხოლოდ ერთ შემთხვევაში აჩვენა.
ამ მეთოდით უფრო სწრაფად მოხდება დიაგნოსტირება, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით, რომელიც გულისხმობს საეჭვო ქსოვილისგან მიღებული ქირურგიული მასალის გამოკვლევას, კომპიუტერული ტომოგრაფიას და სხვა პროცედურებს.
მედიცინის სფეროს ერთ-ერთი უმთავრესი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია. სისხლის ანალიზის სახელწოდებაა CancerSEEK, კვლევის შესახებ ინფორმაცია იანვრის თვეში ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. ანალიზის ღირებულება პირველ ეტაპზე 500$ იქნება.
წყარო: www.forbes.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”