,,Forbes-მა“ საქართველოს ბიზნესსექტორის უმსხვილესი კომპანიები დაასახელა.
ბიზნესსექტორის ტოპ-20 საწარმო შემდეგია:
- შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“ – საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება’
- სს ,,ენერგო – პრო ჯორჯია“ – საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ’
- სს ,,თელასი“ – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
- სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
- ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის“ ფილიალი საქართველოში – საქმიანობა: გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა
- შპს ,,ტოიოტა კავკასია“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
- შპს ,,ჯიდიაი“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით
- შპს პსპ ,,ფარმა“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
- შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
- შპს ,,მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ (კარფური) – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
- შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
- შპს ,,რომპეტროლ საქართველო“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
- სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
- შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
- სს ,,გეფა“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
- სს ,,საქართველოს რკინიგზა“ – საქმიანობა: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
- შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
- შპს ,,მაგთიკომი“ – საქმიანობა: უსადენო ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები
- შპს ,,ჩემპიონები 111“ (europe-bet) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
- შპს ,,სუპერბეთი 2014“ (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები.
Forbes-მა ეს სია საქსტატის ბრუნვის მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეადგინა.
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: