close
მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელი გაეროსა და ევროკავშირს ღაზას სექტორში მომხდარი მკვლელობების გამოძიებაზე უარს ეუბნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაეროსა და ევროკავშირს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების გამოძიებაზე უარი უთხრა. ღაზას სექტორის საზღვართან მიმდინარე სამშვიდობო საპროტესტო აქციები ძალადობრივში გადაიზარდა. ისრაელის სამხედრო პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მსვლელობის მონაწილეებს. შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. „ჯარისკაცებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებულიყო“- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ღაზას სექტორის იმ ნაწილში, სადაც 16 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური გამოსვლისას აღნიშნა, რომ გამოძიება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით არ შედგება, რადგან ,,გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ისრაელის ხელისუფლების ჯარისკაცები იმსახურებენ პატივისცემას“.

აღსანიშნავია, რომ „დაბრუნების დიადი მარში“ 6-კვირიანი მსვლელობაა ღაზას სექტორში, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები პალესტინელების დაბრუნებას. ჰამასისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი ეს მსვლელობა უფრო მასშტაბურ სახეს ყოველ პარასკევს იღებს. ისრაელის ხელისუფლება საზღვართან მსგავს მსვლელობებს გმობს და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს: „ნებისმიერი ვინც ახლოს მივა საზღვართან და შეეცდება ინფრსტრუქტურის რაიმე სახით დაშავებას ან დარჩება ტერიტორიაზე, სამხედროები მათ ესვრიან.”

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid