close
გამოგონება - ინოვაციატრანსპორტი

მეცნიერები გამანადგურებელი სიჩქარის სატრანსპორტო კაფსულის დატესტვას აპირებენ 

 ინჟინრები ფუტურისტული ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ტესტს ჩაატარებენ. ტექნოლოგიის მიზანი, რომლის ავტორი ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი ელონ მასკია, კაფსულაში განთავსებული მგზავრებისა და ტვირთის ვაკუუმური მილების საქალაქთაშორისო სისტემით ტრანსპორტირებაა.

ტექნოლოგიას ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპანია Hyperloop One ავითარებს. კომპანიის ინფორმაციით, 8,5 მეტრიან კაფსულას ნევადაში, რამდენიმე კვირაში დატესტავენ.

Hyperloop One მასკის მიერ შემოთავაზებულ ტექნიკურ ხედვას ამუშავებს. მასკმა 2013 წელს წარმოადგინა იდეა, ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოს შორის გიგანტური ვაკუუმური მილების მეშვეობით მგზავრებიანი კაფსულების გაგზავნის შესახებ.

Hyperloop-ის სიჩქარე საათში 402 კილომეტრი იქნება. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ Nevada Desert- ში 12 მაისს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი წარმოადგინა, რომლის დროსაც Hyperloop-ი ვაკუუმურ-დახურულ მილში 5,3 წამის განმავლობაში აიწია და 113 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. შედარებისთვის : Hyperloop-ზე ექსპერიმენტი შარშან ღია ცის ქვეშ ჩატარდა და არა მილში, რაც მაღალი სიჩქარის მიღწევის მთავარი პირობაა.

იდეას სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ Hyperloop-ის იდეა რეალური სამყაროს გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, მათ შორისაა, მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება.

Hyperloop One- მა პროექტი 160 მილიონი დოლარით დააფინანსა და ტექნოლოგიის პოტენციალს სწრაფი სატრანზიტო ვარიანტი უწოდა.

 

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld