„თუ გვინდა სამყაროს საიდუმლო აღმოვაჩიოთ, უნდა ვიფიქროთ ენერგიაზე, სიხშირესა და ვიბრაციაზე.“ – ნიკოლა ტესლა
„ რასაც ჩვენ ენერგიას ვუწოდებთ, ზოგჯერ ისეთი უმნიშვნელოა, რომ არ აღიქმება. ეს ენერგია არ არის.“ – ალბერტ აინშტაინი
ტესლამ განაცხადა… აინშტაინი დაეთანხმა… მეცნიერებამ დაამტკიცა… ცნობილი ფაქტია, რომ ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ორგანიზმი,
ცოცხლობს ენერგიის მეშვეობით, რომელიც ვიბრირებს სხვადასხვა სიხშირეზე. ამიტომ დგება საკითხი, შეუძლია თუ არა ჟღერადობის სიხშირეს ჩვენზე გავლენის მოხდენა?
რა თქმა უნდა, შეუძლია. სიხშირეები მოქმედებს სიხშირეებზე. ინგრედიენტების შერევა გავლენას ახდენს საბოლოო არომატზე. გზა, თუ როგორ ახდენს გავლენას სიხშირეები ფიზიკურ სამყაროზე, გვიჩვენა სხვადასხვა ექსპერიმენტებმა, როგორიცაა Cymatic მეცნიერება და წყლის მეხსიერება.
Cymatic მეცნიერება გვიჩვენებს, რომ როდესაც ხმის სიხშირე გადადის ისეთი მედიუმზე, როგორიცაა წყალი, ჰაერი ან ქვიშა, იგი პირდაპირ ცვლის ვიბრაციას. ქვემოთ მოცემულია ვიდეო, როგორ ადაპტირდებიან ნაწილაკები სხვადასხვა სიხშირეზე.
ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ვიბრაციული სიხშირე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი სხეულის 70% წყალია. ასე რომ, ველოდებით, რომ მუსიკალურ სიხშირეს შეუძლია შეცვალოს ჩვენი საკუთარი ვიბრაციის მდგომარეობა. ამას შესაძლოა „ფსევდომეცნიერება“ ეწოდოს, თუმცა მეცნიერება და პატერნები არ ცდება. ყოველი გამოხატვა, რომელიც ხდება ჟღერადობის, ემოციის ან ისეთი სპეციფიკური სიხშირის მეშვეობით, რომელიც გავლენას ახდენს მის გარშემო ყველაფერზე, მაგალითად წყლის ერთი წვეთი, გავლენას ახდენს მთლიანად ორგანოზე ან წყალზე.
მუსიკალური სიხშირე
ამ კონცეფციის უკეთ გასაგებად, ყურადღება გავამახვილოთ იმ მუსიკის სიხშირეზე, რასაც ვუსმენთ. 1953 წლის შემდეგ უმეტესი მუსიკა მსოფლიოს მასშტაბით ჟღერდა A=440 Hz სიხშირით, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციამ. თუმცა, კვლევები დაკავშირებული სამყაროს ვიბრაციულ ბუნებასთან, გვიჩვენებს რომ ეს არაჰარმონიულია ბუნების რეზონანსთან და შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის ქცევასა და ცნობიერებაზე. მიუხედავად ყველაფრისა, საინტერესო კვლევები და დაკვირვებები ხაზს უსვამს A-440 Hz ჟღერადობის სარგებლობას.
432 Hz მათემატიკურად შეესაბამება სამყაროს პატერნებს. კვლევების მიხედვით 432 hz ჟღერადობა ვიბრირებს სამყაროს ოქროს შუალედთან ერთად (PHI) და აერთიანებ სინათლეს, დროს, სივრცეს, გრავიტაციას და მაგნიტიზმს ბიოლოგიასთან, დნმ-სთან და ცნობიერთან ერთად. რიცხვი 432 ასევე აისახება კოეფიციენტებზე მზე, დედამიწა, მთვარე.
სხვა ფაქტორი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ A=432hz არის ის, რომ იგი კორელაციაშია ფერების სპექტრთან, როდესაც A=440 hz არ კორელირებს ფერებთან.
წყარო: educateinspirechange
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”