close

კომპანია ,,SpaceX-ის განახლებულმა რაკეტა ,,Falcon 9-მ, რომელიც ,,ნასას” მომავალი მისიებისთვისაა დამზადებული, პარასკევს ფლორიდის კაპე კანავერალას აეროდრომიდან  სადებიუტო გაფრენა განახორციელა. 

რაკეტამ ორბიტაზე განსათავსებლად ბანგლადეშის თანამგზავრი გადაიტანა.

განახლებულ ,,Falcon 9-ს” გაცილებით ძლიერი და უსაფრთხო  ძრავი Block-5 აქვს, ვიდრე წინამორბედი Block-4 იყო.

ძრავი Block-5  განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. კომპანია ,,SpaceX-ის” ინფორმაციით, განახლებული ძრავის, სულ ცოტა, 10-ჯერ გამოყენებაა შესაძლებელი, გაფრენასა და გადრენას შორის კი მხოლოდ მინიმალური რემონტია საჭირო, რაც ფრენის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გაძლიერებული რაკეტის მრავალჯერადი გამოყენება უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს  ,,SpaceX-ის” მფლობელ მილიარდერ მეწარმე ილონ მასკისთვის, რომლის მთავარი მიზანი კოსმოსში კომერციული ფრენების განხორციელება და ადამიანების მარსზე გაგზავნაა.

პარასკევის გაფრენა წელს ,,SpaceX-ისთვის“ მეცხრეა, რაც შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

რაკეტამ მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ბანგლადეშის მთავრობის პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი Bangabandhu-1-ი განათავსა, რაც კომპანია ,,SpaceX-ის“ ინფორმაციით, Falcon 9-მ აფრენიდან 33 წუთში განახორციელა.

Block-5 -ი ,,Falcon 9-ს“ საბოლოო ვერსიაა, სანამ კომპანია სუპერმძიმე რაკეტა Big Falcon Rocket-ს წარმოადგენს, რომელიც ადამიანების მარსზე გასაგზავნად იქნება განკუთვნილი. ,,SpaceX-ი“ და ,,Boeing Co“ ის ორი კომპანია გახლავთ, რომელიც ,,ნასამ” ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად დაიქირავა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid