საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს შექმნის და წარმოების დაწყების მიზნით 321 728 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და იგი ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ტონა ბიტუმოვან ნარევს გამოუშვებს. საწარმოში პირველ ეტაპზე 10 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯორჯიან ინდასთრის“ ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს გახსნის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 10 054 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამში 177 საწარმოს დაუჭირა მხარი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 380 მილიონ ლარს აჭარბებს, საწარმოებში კი 7700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გარდაბანში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმო შეიქმნება
გაზიარება: